ფრან ლევსტიკი
ფრან ლევსტიკი (დ. 28 სექტემბერი, 1831, სოფელი პროდნე-რეტიე, — გ. 16 ნოემბერი, 1887, ლიუბლიანა) — სლოვენი მწერალი. მონაწილეობდა პროგრესულ ჟურნალ-გაზეთების გამოცემაში. ლევსტიკის ლირიკულ-ეპიკურ ლექსებს საფუძვლად უდევს ხალხური სიმღერები და ბალადები. თავის სტატიებსა და ნარკვევებში მან წინ წამოსწია რეალისტური ხელოვნების პრინციპები. ლევსტიკი ითვლება სლოვენიური კლასიკური პროზის ფუძემდებლად (მოთხრ. „მარტინ კრპანი“ , 1858). წერდა დრამატულ ნაწარმოებესაც.
ფრან ლევსტიკი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 სექტემბერი, 1831[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | დოლნიე-რეტიე |
გარდაცვალების თარიღი | 16 ნოემბერი, 1887[1] [2] [3] [4] (56 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლიუბლიანა[5] |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი[6] , დრამატურგი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ენათმეცნიერი, ფილოლოგი და პოლიტიკოსი |
მოქალაქეობა |
ავსტრიის იმპერია ცისლეიტანია |
პარტნიორ(ებ)ი | Antonija Zidar |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 161.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Discogs — 2000.
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 National Library of Israel Names and Subjects Authority File
- ↑ Левстик Фран // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #121808386 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.