ფრანც ქსავერ ფონ ბაადერი
გერმანელი ფილოსოფოსი და ბუნებისმეტყველი
ფრანც ქსავერ ფონ ბაადერი (გერმ. Franz Xaver von Baader; დ. 27 მარტი, 1765, მიუნხენი — გ. 23 მაისი, 1841, მიუნხენი) — გერმანელი ფილოსოფოსი იდეალისტი, ბუნებისმეტყველი (ექიმი, გეოლოგი), ფილოსოფიური რომანტიზმის წარმომადგენელი. 1826 წლიდან მიუნხენის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების პროფესორი. განიცადა კაბალის, ბემეს, და ფრანგი მისტიკოსის სენ-მარტენის გავლენა. შექმნა თეოსოფიური სისტემა, რომლის თანახმად ადამიანის არსებობა და საზოგადოების ისტორია მთლიანად დამოკიდებულია ღმერთის ყოფიერებაზე. ბაადერის აზრით, შემეცნება არის ღმერთის „თვითგანვითარება“ ადამიანში. ამიტომ ჩვენი ცოდნა ღვთაებრივი ცოდნის ნაწილია. გავლენა მოახდინა შელინგზე, ფრიდრიხ შლეგელზე და აგრეთვე სლავიანოფილობაზე.
ფრანც ქსავერ ფონ ბაადერი | |
---|---|
გერმ. Franz von Baader | |
დაბ. თარიღი | 27 მარტი, 1765[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
დაბ. ადგილი | მიუნხენი[12] [2] [3] |
გარდ. თარიღი | 23 მაისი, 1841[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (76 წლის) |
გარდ. ადგილი | მიუნხენი[12] [2] [3] |
დასაფლავებულია | სამხრეთის ძველი სასაფლაო |
მოქალაქეობა | ბავარიის სამეფო |
საქმიანობა | ინჟინერი, ფილოსოფოსი, ექიმი, უნივერსიტეტის პროფესორი და თეოლოგი[13] |
მუშაობის ადგილი | ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი[13] |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 115.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Баадер // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1891. — Т. IIa. — С. 587.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Fr. Hoffmann Baader, Franz von // Allgemeine Deutsche Biographie — L: 1875. — ტ. 1. — S. 713–725.
- ↑ 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Czech National Authority Database
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 8.0 8.1 Internet Philosophy Ontology project
- ↑ 9.0 9.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Base biographique — BIU Santé.
- ↑ 12.0 12.1 Баадер Франц Ксавер фон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 13.0 13.1 Баадер, Франц, фон // Большая Советская Энциклопедия, том 4: Атоллы — Барщина — 1926. — Т. 4. — С. 249–250.