ფრანცისკე

(გადამისამართდა გვერდიდან ფრანჩესკო I)

ფრანცისკე (ლათ. Franciscus; ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო, ესპ. Jorge Mario Bergoglio; დ. 17 დეკემბერი, 1936, ბუენოს-აირესი) — რომის 266-ე[1] პაპი 2013 წლის 13 მარტიდან. წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სუვერენული სახელმწიფოს მეთაურს. სახელი ფრანცისკე აიღო ესპანელი მისიონერის, „იესოს საზოგადოების“ თანადამფუძნებელ ფრანსისკო ხავიერისგან. იგი პირველი იეზუიტი პაპია, პირველი ამერიკის სუბკონტინენტიდან და პირველი სამხრეთ ნახევარსფეროდან. გარდა ამისა, არის მეორე არაევროპელი პაპი სირიელი გრიგოლ III-ის შემდეგ (პაპი 731-741 წწ.)

უწმიდესი რომის პაპი
ფრანცისკე
პაპი ფრანცისკე 2014 წელს
დროშა
დროშა
266-ე რომის პაპი
13 მარტი, 2013-დან
არჩევა: 13 მარტი, 2013
ინტრონიზაცია: 19 მარტი, 2013
ეკლესია: რომის კათოლიკური ეკლესია
წინამორბედი: ბენედიქტე XVI
 
დაბადების სახელი: ხორხე მარიო ბერგოლიო
ორიგინალი
დაბადების სახელი:
Jorge Mario Bergoglio
დაბადება: 17 დეკემბერი, 1936 (1936-12-17) (88 წლის)
ბუენოს-აირესი, არგენტინა
კარდინალი: 21 თებერვალი, 2001
 
ხელმოწერა:

პაპად არჩევამდე, იყო კათოლიკური ეკლესიის არგენტინელი კარდინალი; 1998 წლიდან მსახურობდა ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსად, 2001 წლიდან კი კარდინალად.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ხორხე ბერგოლიო[2] ბუენოს-აირესში დაიბადა, იტალიელი იმიგრანტების, რკინიგზის მუშაკისა და მისი ცოლის ხუთშვილიან ოჯახში.[1] ბუენოს-აირესის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი, შემდეგ კი სწავლა განაგრძო ვილია-დევოტოს სემინარიაში.[3] 1958 წლის 11 მარტს „იესოს საზოგადოებაში“ შევიდა. სან-მიგელის მასიმო სან-ხოსეს კოლეჯში ბერგოლიომ მიიღო ლიცენციატის ხარისხი ფილოსოფიაში; ამის შემდეგ, სანტა-ფეს ლამაკულადის კოლეჯსა და ბუენოს-აირესის სალვადორის უნივერსიტეტში შეისწავლა ლიტერატურა და ფსიქოლოგია.[4]

პაპობის წინა კარიერა

რედაქტირება

1969 წლის 13 დეკემბერს არქიეპისკოპოსმა რამონ ხოსე კასტელიანომ აღკვეცა ბერ–მონაზვნად. პარალელურად იგი სწავლას განაგრძობდა სან-მიგელის სემინარიაში, ფილოსოფიისა და თეოლოგიის ფაკულტეტებზე. აქვე მან თეოლოგიის პროფესორის ხარისხი მიიღო. 1980 წელს ის ამ სემინარიის რექტორი გახდა. პოსტზე 1986 წლამდე მუშაობდა. სადოქტორო დისერტაცია ბერგოლიომ გერმანიაში დაიცვა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კორდობაში მოძღვრად დაიწყო მსახური.

1998 წლის 28 თებერვალს კარდინალ ანტონიო კარასინოს მემკვიდრედ დასახელდა. სტატუსი ოფიციალურად 2001 წლის 21 თებერვალს, ვატიკანში, პაპმა იოანე პავლე II-მ უბოძა.

ვიზიტი საქართველოში

რედაქტირება

2016 წლის 30-2 ოქტომბერს რომის პაპი ფრანცისკე I საქართველოს ეწვია. მისი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით შედგა. 30 სექტემბერს პაპ ფრანცისკეს შეხვედრები ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სტუმრობდა მის უწმიდესობასა და უნეტარესობას ილია II-ს, სადაც ორივე მხარემ შესაბამისი სიტყვა წარმოსთქვა. პატრიარქი ილია II:

 
„ყველასათვის ცნობილია, რომ რომის ეკლესია დააარსა წმ. პეტრე მოციქულმა, საქართველოს ეკლესია კი, – წმ. ანდრია პირველწოდებულმა; პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ და ჩვენც განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და გვმართებს.“

[5]

პაპი ფრანცისკე:

 
„სამოციქულო ქადაგებაში, განსაკუთრებით კი ანდრია მოციქულში ფესვგადმულ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და პეტრე მოციქულის მოწამეობაზე დაფუძნებულ რომის ეკლესიას დღეს აქვთ მადლი სამოციქულო ძმობის სიმშვენიერის განახლებისა, იესო ქრისტეს სახელითა და მის სადიდებლად.“

[6]

შემდეგ პაპს შეხვედრა ჰქონდა ასირიულ-ქალდეურ საკრებულოსთან. 1 ოქტომბერსს მისმა უწმიდესობა ფრანცისკემ წმიდა წირვა აღავლინა მიხეილ მესხის სახელობის თბილისის ლოკომოტივის სტადიონზე. შეხვდა მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებს, ხოლო კამილიელთა ცენტრში ეკლესიის საქველმოქმედო საქმიანობის ბენეფიციარებსა და მუშაკებს.[7]

რომის პაპი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ეწვია მცხეთას და მოინახულა სვეტიცხოვლის საკათედროს ტაძარი, რომელშიც საეკლესიო ტრადიციით უდიდესი ქრისტიანული საუნჯეები ინახება.

რომის პაპმა საქართველო 2 ოქტომბერს დატოვა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რომის პაპის ვიზიტს ისტორიული უწოდა.[8]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წმიდა მამა ფრანცისკეს სამოციქულო ექსჰორტაცია. სახარების სიხარული. საქართველოში ვიზიტის გახსენება ერთი წლის შემდეგ. გამომცემლობა ,,უნივერსალი", თბილისი, 2017.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Rice-Oxley, Mark (13 March 2013). „Pope Francis: the humble pontiff with practical approach to poverty“. The Guardian (UK). ციტირების თარიღი: 13 March 2013.
  2. Jorge Bergoglio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-27. ციტირების თარიღი: 2013-03-13.
  3. Rocca, Francis X. (March 13, 2013) Cardinal Jorge Bergoglio: a profile. Catholic Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 15, 2013. ციტირების თარიღი: March 13, 2013.
  4. „Pope Francis I: Cardinal Jorge Mario Bergoglio named new Pope“. Baltimore News Journal. 13 March 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2013. ციტირების თარიღი: 13 March 2013.
  5. პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა[მკვდარი ბმული]
  6. რომის პაპის მისასალმებელი სიტყვა[მკვდარი ბმული]
  7. პაპის ვიზიტის პროგრამა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-08. ციტირების თარიღი: 2016-10-02.
  8. პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა[მკვდარი ბმული]
წინამორბედი:
ბენედიქტე XVI
რომის პაპი

2013-დან
შემდეგი: