ფრანსის კოკლენი (ფრანგ. Francis Coquelin; დ. 21 მაისი, 1991) — ფრანგი ფეხბურთელი, „ვალენსიის“ ნახევარმცველი.

ფრანსის კოკლენი
ფრანსის კოკლენი 2015 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ფრანსის კოკლენი [1]
დაბადების
თარიღი
13 მაისი, 1991 (1991-05-13) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
ლავალი, საფრანგეთი
სიმაღლე 178 სმ[2]
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ესპანეთის დროშა ვალენსია[3]
ნომერი 17
ახალგაზრდული კარიერა
2005-2008 საფრანგეთის დროშა ლავალი
2008-2009 ინგლისის დროშა არსენალი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2008–2018 ინგლისის დროშა არსენალი 105 (0)
2010-2011   საფრანგეთის დროშა ლორიანი 24 (1)
2013-2014   გერმანიის დროშა ფრაიბურგი 16 (0)
2014   ინგლისის დროშა ჩარლტონ
ატლეტიკი
5 (0)
2018- ესპანეთის დროშა ვალენსია 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2007-2008 საფრანგეთის 17 წლ. 3 (0)
2008-2009 საფრანგეთის 18 წლ. 5 (0)
2009-2010 საფრანგეთის 19 წლ. 16 (0)
2010-2011 საფრანგეთის 20 წლ. 12 (0)
2011-2012 საფრანგეთის 21 წლ. 7 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 4 იანვარი, 2018
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 9 იანვარი, 2018

ბიოგრაფია რედაქტირება

კოკლენი დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ლავალში, 1991 წლის 13 მაისს. 2005 წელს შეურთდა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ „ლავალს“. „არსენალის“ სკაუტების ყურადღება კოკლენმა საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშისას მიიპყრო. 2008 წლის ივლისში იგი „არსენალის“ წევრი გახდა.

„არსენალი“ რედაქტირება

საწყის წლებში „არსენალში“ კოკლენი ძირითადად ახალგაზრდულ გუნდში აპარეზობდა, რომელმაც ფრანსისის პირველ სეზონშივე ინგლისის პრემიერლიგა და თასი მოიგო ახალგაზრდულ გუნდებს შორის.

„არსენალის“ პირველ გუნდში კოკლენის დებიუტი შედგა 2008 წლის 23 სექტემბერს „შეფილდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ, რომელიც „არსენალმა“ 6:0 მოიგო. კოკლენი მოედანზე ფრან მერიდას მაგივრად შემოვიდა მატჩის 71-ე წუთზე.

შემდეგი სეზონი კოკლენმა „არსენალის“ სარეზერვო გუნდში გაატარა, სადაც ძირითადად მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა. პირველი გოლი სარეზერვო გუნდში კოკლენმა გაიტანა 2008 წლის 5 ოქტომბერს „სტოკ სიტის“ წინააღმდეგ.

„ლორიანი“ რედაქტირება

2010 წლის ივნისში კოკლენი იჯარით ფრანგულ „ლორიანში“ გადავიდა მეტი სათამაშო დროის მისაღებად. ერთი წლის შემდეგ იგი კვლავ „არსენალში“ დაბრუნდა.

პოზიციის შეცვლა რედაქტირება

კოკლენი ძირითადად მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა არსენ ვენგერმა მისთვის პოზიციის შეცვლა ჩათვალა საჭიროდ. 2011 წლის 25 ოქტომბერს ინგლისის ლიგის თასის ფარგლებში „ბოლტონ უონდერერსთან“ მატჩის შემდგომ ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ კოკლენის თამაშის სტილის და უნარების გამო მის ნახევარდაცვის ცენტრში განთავსებას ამჯობინებს. ამავდროულად ფრანსისმა განაცხადა, რომ მზად არის ყველგან ითამაშოს თუ მიეცემა სათამაშო დრო.[4]

„ფრაიბურგი“ რედაქტირება

2013 წლის ივლისში კოკლენი „ფრაიბურგს“ შეუერთდა იჯარით. ფრანსისმა განაცხადა, რომ იგი ძალიან ბედნიერი იყო „ფრაიბურგში“ მოხვედრით. გუნდის მწვრთნელი, კრისტიან შტრაიხი კოკლენს მარცხენა ნახევარმცველის ამპლუაში განიხილავდა. შტრაიხი პერიოდულად აღნიშნავდა კოკლენის მნიშვნელობას კლუბისთვის. ერთ-ერთ ინტერვიუში ფრანსისმა იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ „ფრაიბურგში“ ინტენსიურად მუშაობდნენ მოთამაშეების ფიზიკურ მომზადებაზე.[5]

„ჩარლტონი“ რედაქტირება

„არსენალში“ დაბრუნება რედაქტირება

2014 წლის 12 დეკემბერს კოკლენი დროზე ადრე დაბრუნდა იჯარიდან ცენტრალური ნახევარმცელების ტრავმირების გამო. დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი ძირითად შემადგენლობაში კოკლენმა 28 დეკემბერს „ბოლეინ გრაუნდზე“, „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ითამაშა. 18 იანვარს „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩში ფრანსისი თამაშის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. „ბარნლისთან“ მატჩში კოკლენის თამაშის განხილვისას მისი დაცვითი უნარები დადებითად შეაფასა ტიერი ანრიმ, წარსულში „არსენალის“ ცნობილმა მოთამაშემ.

„ვალენსია“ რედაქტირება

2018 წლის იანვარში იწერებოდა კოკლენისადმი „ვესტ ჰემის“ და „ვალენსიის“ ინტერესის შესახებ.[6][7] 11 იანვარს ოფიციალურად დადასტურდა ფრანსისის ტრანსფერი „ღამურების“ რიგებში. კონტრაქტი ფეხბურთელსა და კლუბს შორის გაფორმდა 2022 წლის 30 ივნისამდე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. (2010) The PFA Footballers' Who's Who 2010–11. Mainstream Publishing, გვ. 95. ISBN 978-1-84596-601-0. 
  2. Francis Coquelin Soccerway.
  3. Club statement.
  4. https://www.arsenal.com/news/news-archive/coquelin-i-ll-play-anywhere-for-this-team. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2018-01-09.
  5. Arsenal's Francis Coquelin: Revisiting Disastrous Freiburg Loan.
  6. West Ham United 'considering Francis Coquelin, Mohamed Elneny'.
  7. [Report: Valencia bid £12m for Arsenal midfielder Francis Coquelin Report: Valencia bid £12m for Arsenal midfielder Francis Coquelin].