ფორმოზუსი (ლათ. Formosus PP.; დ. უცნობია — გ. 4 აპრილი, 896) — რომის პაპი 891–896 წლებში.

გარდაცვლილის საეკლესიო კრება ჟან-პოლ როლანის ნახატზე.

წარმოშობით არისტოკრატლი რომაული გვარიდან იყო. ნიკოლოზ I-ის ხელით გახდა პორტოს ეპისკოპოსი. ასრულებდა მისიონერულ მოღვაწეობას ბულგარეთში. პაპ იოანე VIII-სთან დაპირისპირების დროს დაადანაშაულეს პონტიფიკის დამხობის მცდელობაში. მისი უფლებები აღადგინა მარინუს I-მა, ხოლო სტეფანე V-ის პაპობისას მხარს უჭერდა მის პოლიტიკას.

მომავალმა პაპმა სტეფანე VI-მ ამოთხარა ფორმოზუსის ცხედარი, ტახტზე დასვა, შემოსა და ისე გაასამართლა, მოაწყო ე. წ. გარდაცვლილის საეკლესიო კრება. პაპის გვამს მოაჭრა თითები, რომლებითაც პირჯვარს იწერდა და ტიბრში გადაუძახა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
სტეფანე V
რომის პაპი

891896
შემდეგი:
ბონიფაციუს VI