გარდაცვლილის საეკლესიო კრება

გარდაცვლილის საეკლესიო კრება — საეკლესიო კრება რომის ეკლესიაში 897 წელს, რომელიც გაიმართა პაპი სტეფანე VI-ის მიერ ყოფილი პაპის ფორმოზუსის გვამის გასასამართლებლად. მთავარი ბრალდება, რაც გვამს წაუყენეს, პორტოს საეკლესიო კათედრის რომში გადმოტანა იყო. გვამი საერო ტანსაცმლით შემოსეს, იმ ხელზე, რომლითაც ხალხს ლოცავდა, სამი თითი მოკვეთეს და დამარხეს. შემდგომ პაპმა სტეფანემ გვამი ამოათხრევინა და მდინარე ტიბრში გადააგდებინა.

გარდაცვლილის საეკლესიო კრება ჟან-პოლ როლანის ნახატზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მანანა ჯავახიშვილი, პაპობის ისტორია შუა საუკუნეებში, თბ., 2015.