იოანე VIII (ლათ. Ioannes PP. VIII; დ. უცნობია — გ. 16 დეკემბერი, 882) — რომის პაპი 872–882 წლებში.

დაიბადა რომში. ცდილობდა გაეძლიერებინა პაპის ძალაუფლება. ეძებდა იმპერატორს, რომელიც დაიცავდა პაპს თავგასული ფეოდალებისაგან. ამ მიზნით ბიზანტიას მიმართა, რითაც თავი დაიღუპა: საწამლავი მისცეს და რადგან შხამი ვერ მოერია, თავში ჩაქუჩის ცემით მოუსწრაფეს სიცოცხლე. იგი პირველი პაპია, რომელმაც მკვლელის ხელით პოვა აღსასრული.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
ადრიანე II
რომის პაპი

872882
შემდეგი:
მარინუს I