ფოთოლრწყილები (ლათ. Psylloidea) — მწერების ზეოჯახი ტოლფრთიანების რიგისა. წვრილ-წვრილი მწერებია (1,5— 3 მმ, მხოლოდ ავსტრალიაშია 6 მმ სიგრძისა). მოძრაობენ ხტომა-ხტომით. ცნობილია ფოთოლრწყილების 1500-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ყველა კონტინენტზე. ფოთოლრწყილები სრულად ვერ ითვისებენ მცენარეთა წვენის შაქრებს, ამიტომ შაქრებით მდიდარი ექსკრემენტი ქმნის ე. წ. ცვარტკბილს, რომელზედაც შემდეგ სახლდებიან ჭვარტლა სოკოები და სვრიან ყლორტებს, ფოთლებსა და ნაყოფებს. მრავალი ფოთოლრწყილის მატლი დიდ ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. ისინი წუწნიან წვენებს, რის შედეგადაც ხმება ფოთლები და ყლორტები, ცვივა ყვავილები, ნასკვები, კოკრები, ყოვნდება მცენარის ზრდა.

ფოთოლრწყილები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ტოლფრთიანები
ქვერიგი:  ფოთოლრწყილები
ლათინური სახელი
Psylloidea

ლიტერატურა

რედაქტირება