ფოთოლეკალა (ლათ. Agriophyllum) — მცენარეთა გვარი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი თხლად დატოტვილი ბალახებია, შემოსილი არიან ბუსუსებით და მაგარი ეკლისებრი წვეტიანი ფოთლებით. ყვავილები შეუხედავია, შეკრებილია სქელ იღლიურ ყვავილედებში, თანაყვავილები სადგისისებრია. ნაყოფი შებრტყელებული, ფრთიანი, 2–3 ან მეტი ბასრი გამონაზარდით ზედა მხარეს და ძირში გამოჩენილი თესლით. ცნობილია 5–6 სახეობა. იზრდებიან ქვიშიან მასივებზე კასპიისპირეთიდან და სამხრეთ ამიერკავკასიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთამდე. გაფშეკილი ანუ ეკლიანი ფოთოლეკალა (A. sguarrosum) ქვიშების გამმაგრებელი მცენარეა; ნაყოფის მწიფობის დროს წარმოქმნის ბურბურას. ახალგაზრდა მცენარეები ცხვრისა და აქლემის საკვებს წარმოადგენს. ადრე თესლს (შეიცავს 20%-მდე მცენარეულ ზეთს) მომთაბარეები საჭმელად იყენებდნენ.[1]

ფოთოლეკალა

Agriophyllum squarrosum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  მიხაკისნაირნი
ოჯახი:  ჯიჯლაყასებრნი
გვარი:  ფოთოლეკალა
ლათინური სახელი
Agriophyllum M.Bieb., 1819

სახეობები

რედაქტირება
  1. Камелин Р. В. Кумарчик // Большая российская энциклопедия. т. 6. — М., 2006. — стр. 329.