ფლორენციის საჰერცოგო
ფლორენციის საჰერცოგო (იტალ. Ducato di Firenze) — XVI საუკუნეში არსებული იტალიური სამთავრო, რომლის ცენტრსაც ქალაქი ფლორენცია წარმოადგენდა. საჰერცოგო შეიქმნა საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის მიერ 1530 წელს ფლორენციაში მედიჩების მმართველობის აღდგენის შემდეგ.[1] პაპმა კლემენტ VII-მ, რომელიც თავადაც მედიჩების დინასტიის წარმომადგენელი იყო, თავისი ნათესავი, ალესანდრო მედიჩი ფლორენციის რესპუბლიკის ჰერცოგად დანიშნა და ამ აქტით რესპუბლიკა მემკვიდრეობით მონარქიად გადააქცია.[1]
ფლორენციის საჰერცოგო Ducato di Firenze | ||||||
| ||||||
| ||||||
ფლორენციის საჰერცოგო 1557 წელს.
| ||||||
დედაქალაქი | ფლორენცია | |||||
ენები | იტალიური | |||||
რელიგია | კათოლიციზმი | |||||
მთავრობა | მონარქია | |||||
ფლორენციის ჰერცოგი | ||||||
- | 1532-1537 | ალესანდრო მედიჩი | ||||
- | 1537-1569 | კოზიმო I მედიჩი | ||||
ისტორია | ||||||
- | შეიქმნა | 1532 | ||||
- | მარჩიანოს ბრძოლა | 1554 | ||||
- | დიდ საჰერცოგოდ გარდაქმნა | 1569 | ||||
ვალუტა | ფლორინი | |||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | იტალია |
მეორე ჰერცოგმა, კოზიმო I-მა ძლიერი ფლოტი შექმნა და საჰერცოგოს ტერიტორიები განავრცო; შეიძინა კუნძული ელბა და დაიპყრო სიენა. 1569 წელს პაპმა კოზიმო ტოსკანის დიდ ჰერცოგად გამოაცხადა. მედიჩები ტოსკანის დიდ საჰერცოგოს 1737 წლამდე მართავდნენ.
წარმოშობა და ჩამოყალიბება
რედაქტირება1434 წლიდან მოყოლებული ფლორენცია მედიჩების საგვარეულოს არაფორმალური მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა.[2] 1526-1530 წლებში მიმდინარე კონიაკის ლიგის ომის დროს ფლორენციელები მედიჩების წინააღმდეგ ამხედრდნენ და რესპუბლიკის თავისუფლება აღადგინეს,[3] თუმცა 1530 წელს, მას შემდეგ, რაც ფლორენცის რესპუბლიკა ხანგრძლივი ალყის შემდეგ საღვთო რომის იმპერიის, ჰაბსბურგების ესპანეთისა და პაპის ოლქის ძალებს დანებდა, კარლ V-მ გამოსცა პროკლამაცია, სადაც ღიად აცხადებდა, რომ მას და მხოლოდ მას ჰქონდა ფლორენციის მმართველობის განსაზღვრის უფლება.[4] 1530 წლის 12 აგვისტოს იმპერატორმა მედიჩები ფლორენციის რესპუბლიკის მემკვიდრეობით მმართველებად აქცია.[5]
პაპ კლემენტ VII-ს სურდა თავისი ნათესავი ალესანდრო მედიჩი[ა] ფლორენციის მმართველი გამხდარიყო, თუმცა ამავდროულად სურდა ეს იმგვარად მომხდარიყო, რომ ხალხის თვალში გაჩენილიყო წარმოდგენა, თითქოს ფლორენციელებმა დემოკრატიულად აირჩიეს ალესანდრო თავიანთ მმართველად.[5] ტიტული „ფლორენციის ჰერცოგი“ რეგიონში მედიჩების ძალაუფლების განმტკიცების მიზნით შეირჩა. 1532 წლის აპრილში პაპმა დაარწმუნა ბალია, ფლორენციის მმართველი კომისია, ახალი კონსტიტუცია მიეღოთ, რომელიც ოფიციალურად აყალიბებდა მემკვიდრეობით მონარქიას. ამ ახალი აქტით გაუქმდა ძველთაძველი სინიორია (არჩევითი მთავრობა) და გონფალონერის თანამდებობა და ისინი ჩანაცვლდა სამი ინსტიტუტით:
- კონსილიერე — სამთვიანი ვადით არჩეული ოთხწევრიანი საბჭო, რომელსაც „ფლორენციის რესპუბლიკის ჰერცოგი“ მეთაურობდა.
- 48 კაცისაგან შემდგარი სენატი, რომელიც ბალიას მიერ ირჩეოდა და ფლობდა ფლორენციის ფინანსური, უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის პრეროგატივას. გარდა ამისა, სენატი ნიშნავდა ომისა და საჯარო უსაფრთხოების კომისიებსა და პიზის, არეცოს, პრატოს, ვოლტერასა და კორტონას მმართველებს, ასევე, ელჩებს.[7]
- ორასის საბჭო — წარმოადგენდა პეტიციების სასამართლოს, რომლის წევრებიც სიცოცხლის ბოლომდე ინიშნებოდნენ.
ალესანდრო მედიჩის მმართველობა
რედაქტირებაალესანდროს გაჰერცოგების შემდეგაც კი საიმპერიო ჯარები კვლავაც რჩებოდნენ ფლორენციაში. 1535 წელს რამდენიმე გავლენიანმა ფლორენციულმა ოჯახმა პაცის ჩათვლით (ამ ოჯახმა პაცის შეთქმულებისას ლორენცო მედიჩის მოკვლა სცადა) იპოლიტო მედიჩის ხელმძღვანელობით დელეგაცია გაუგზავნა კარლ V-ს ალესანდროს გადაყენების თხოვნით. დელეგაციას თავზარი დასცა იმპერატორის უარმა. კარლს არავითარი სურვილი არ ჰქონდა გადაეყენებინა ალესანდრო, რომელიც მის ქალიშვილზე, მარგარეტ პარმელზე იყო დაქორწინებული.
ალესანდრო ფლორენციას კიდევ ორი წელი მართავდა, სანამ 1537 წლის 1-ლ იანვარს თავისმა შორეულმა ნათესავმა, ლორენცინო მედიჩიმ არ მოკლა.
კოზიმო მედიჩის მმართველობა
რედაქტირებარადგანაც ალესანდროს ლეგიტიმური მემკვიდრე არ ჰყავდა, გაჩნდა მისი შემცვლელის განსაზღვრის საჭიროება. 1537 წელს ფლორენციის ხელისუფლებამ ჰერცოგის კანდიდატად კოზიმო მედიჩი შეარჩია.[8] ამ ამბის გაგების შემდეგ გაძევებული სტროცების ოჯახი ფლორენციაში შეიჭრა და კოზიმოს გადაყენება სცადა, თუმცა მონტემურლოს ბრძოლაში დამარცხდა.[9] კოზიმომ მთლიანად გადაახალისა ფლორენციის მმართველობა და ბიუროკრატია. 1542 წელს კარლ V-მ ფლორენციაში განთავსებული საიმპერიო ძალები გაიხმო.
1548 წელს კარლ V-მ კოზიმოს ელბა გადასცა და ამ უკანასკნელმაც თავისი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ფლოტიც აქ განათავსა.[10] კოზიმომ დააარსა საპორტო ქალაქი ლივორნო და ქალაქის მაცხოვრებლებს ნება დართო ესარგებლათ რწმენის თავისუფლების უფლებით. 1554 წლის 2 აგვისტოს მარჩიანოს ბრძოლაში კოზიმომ ესპანეთსა და საღვთო რომის იმპერიასთან კავშირში დაამარცხა სიენის რესპუბლიკა, რომელიც საფრანგეთის მოკავშირე იყო.[11] 1555 წლის 17 აპრილს ფლორენციამ და ესპანეთმა დაიკავეს სიენის ტერიტორია, რომელიც 1557 წლის ივლისში ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ კოზიმოს უბოძა როგორც ფეოდალური მამული.[11]
1560 წელს ფლორენციის ჰერცოგის ოჯახი პიტის სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად. კოზიმომ არქიტექტორ ჯორჯო ვაზარის მედიჩის ბანკის ოფისებისათვის უფიცის აგება დაავლა, რითაც გააგრძელა მედიჩების ტრადიციული პატრონაჟი ხელოვნებისადმი. 1569 წელს კოზიმომ პაპ პიუს V-გან ტოსკანის დიდი ჰერცოგის ტიტული მიიღო. კოზიმოს ათწლიანი მმართველობის განმავლობაში ტოსკანა იტალიის მოწინავე სახელმწიფო გახდა, სადაც აღორძინებული იყო ხელოვნება, ლიტერატურა, არქიტექტურა და ა. შ. მედიჩები ტოსკანის დიდ საჰერცოგოს 1737 წლამდე, მათი საგვარეულოს გადაშენებამდე მართავდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Crum, Roger J.; Paoletti, John T., eds. (2008). Renaissance Florence: A Social History. Cambridge University Press.
- Fletcher, Catherine (2016). The Black Prince of Florence: The Spectacular Life and Treacherous World of Alessandro de' Medici. Bodley Head.
- Goudriaan, Elisa (2018). Florentine Patricians and Their Networks: Structures Behind the Cultural Success and the Political Representation of the Medici Court (1600-1660). Brill.
- Hale, J.R. (2001). Florence and the Medici. Phoenix Publishing. ISBN 1-84212-456-0.
- Hattendorf, John B.; Unger, Richard W., eds. (2003). War at Sea in the Middle Ages and the Renaissance. The Boydell Press.
- Landon, William J. (2013). Lorenzo di Filippo Strozzi and Niccolo Machiavelli. University of Toronto Press.
- Langdon, Gabrielle (2006). Medici Women: Portraits of Power, Love and Betrayal from the Court of Duke Cosimo I. University of Toronto Press.
- van Veen, Henk Th. (2013). Cosimo I De' Medici and His Self-Representation in Florentine Art and Culture. Cambridge University Press.
- Frieda, Leonie: Catherine de' Medici, Orion books, London, 2005, ISBN 0-7538-2039-0
- Strathern, Paul: The Medici: Godfathers of the Renaissance, Vintage books, London, 2003, ISBN 978-0-09-952297-3
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაშენიშვნები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Goudriaan 2018, p. 8-9.
- ↑ Crum & Paoletti 2008, p. 44.
- ↑ Fletcher 2016, p. 38-41.
- ↑ Hale 2001, p. 118.
- ↑ 5.0 5.1 Hale 2001, p. 119.
- ↑ Fletcher 2016, p. 16,280-81.
- ↑ Hale 2001, p. 121.
- ↑ Langdon 2006, p. 34.
- ↑ Landon 2013, p. 74.
- ↑ Hattendorf & Unger 2003, p. 172.
- ↑ 11.0 11.1 van Veen 2013, p. 190.