ფლორენს ბესკომი
ფლორენს ბესკომი (ინგლ. Florence Bascom ; 1862 - 1945 ) — ამერიკელი გეოლოგი, ერთ-ერთი პირველი, ვინც პეტროოგრაფია გამოიყენა კრისტალური ქანების შესასწავლად და მათი წარმოშობის დასადგენად. 1896 წელს იგი გახდა პირველი ქალი, რომელიც ჩაირიცხა ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის შტატში.
ფლორენს ბესკომი | |
---|---|
ინგლ. Florence Bascom | |
დაბ. თარიღი | 14 ივლისი, 1862[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | Williamstown[3] [7] [6] |
გარდ. თარიღი | 18 ივნისი, 1945[1] [2] [3] [4] [7] [6] (82 წლის) |
გარდ. ადგილი | Williamstown[8] [7] [6] |
დასაფლავებულია | Williams College Cemetery[6] [9] |
მოქალაქეობა | აშშ[3] |
საქმიანობა | გეოლოგი[3] [10] [7] [6] , უნივერსიტეტის პროფესორი[7] [6] , ავტორი[7] , რედაქტორი[7] და პედაგოგი[11] |
მუშაობის ადგილი | აშშ-ის გეოლოგიური სამსახური[3] [10] [12] [7] , Rockford University[10] , ბრინ მორის კოლეჯი[10] [7] [13] და ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტი[10] [7] |
ალმა-მატერი | მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი[3] [7] , ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი[3] [7] [6] და უილიამსის კოლეჯი |
განთქმული მოსწავლეები | Ida Helen Ogilvie და ელეონორა ნოპფი |
მამა | John Bascom[10] [7] |
დედა | Emma Curtiss Bascom[7] |
ჯილდოები | Fellow of the Geological Society of America[7] [6] |
გავლენა მოახდინეს | |
ადრეული წლები
რედაქტირებადაიბადა უილიამსთაუნში, მასაჩუსეტსი, 1862 წლის 14 ივლისს. მამა— ჯონ ბესკომი, იყო უილიამსის კოლეჯის პროფესორი, რომელიც მოგვიანებით მედისონში ვისკონსინის უნივერსიტეტის პრეზიდენტი გახდა. დედა — ემა კერტის ბესკომი, სუფრაჟისტების მოძრაობის მონაწილე. ფლორენსის მშობლები იყვნენ ქალთა თანასწორუფლებიანობის მტკიცე მომხრეები და მოუწოდებდნენ ქალებს უმაღლესი განათლების მისაღებად. ფლორენსმა 1882 წელს მიიღო ხელოვნების და ლიტერატურის ბაკალავრის ხარისხი, 1884 წელს — მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი ვისკონსინის უნივერსიტეტიდან, ხოლო სამი წლის შემდეგ — მაგისტრის ხარისხი. 1893 წელს გახდა პირველი ქალი, რომელმაც დოქტორის ხარისხი მიიღო ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში სწავლის დროს იგი იძულებული გახდა, მოფარებულ ადგილას დამჯდარიყო, რათა მამაკაცებისთვის ხელი არ შეეშალა. აშშ-ს ისტორიაში იყო მეორე ქალი, ვისაც მიანიჭეს გეოლოგიის დოქტორის წოდება. 1884 წელს ფლორენსმა დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა Hampton School of Negroes and American Indians -ში (ახლანდელი ჰემპტონის უნივერსიტეტი). ერთი წლის შემდეგ, იგი დაბრუნდა ვისკონსინის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბესკომი ასწავლიდა მათემატიკას და მეცნიერებას როკფორდის კოლეჯში 1887-1889 წლებში, შემდეგ კი 1893-1895 წლებში მუშაობდა ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტიდან გადაინაცვლა ბრინ მავრის კოლეჯში, ვინაიდან იქ შეეძლო სამეცნიერო კვლევების ჩატარება და ლექციების წაკითხვა უმაღლეს გეოლოგიაში. მისი ხელმძღვანელობით ამ კოლეჯში გაიხსნა გეოლოგიის კათედრა სპეციალისტთა მომზადების სრული კურსით. ამ განყოფილებამ გამოუშვა მე-20 საუკუნის გეოლოგი ქალების პირველი ნაკადი. ფლორენს ბესკომმა 1928 წელს დაასრულა პედაგოგიური მოღვაწეობა, მაგრამ 1936 წლამდე განაგრძო მუშაობ ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურ სამსახურში (USGS).
კარიერა
რედაქტირებაფლორენს ბესკომი იყო პირველი ქალი, რომელმაც 1896 წელს დაიწყო მუშაობა ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურ სამსახურში (USGS) გეოლოგის ასისტენტის რანგში. 1896 წლიდან 1908 წლამდე იყო ჟურნალ American Geologist-ის რედაქტორის თანაშემწე. [14] 1909 წელს ბესკომი დააწინაურეს გეოლოგად და დაეკისრა პასუხისმგებლობა შუა ატლანტიკური პიემონტის რეგიონზე. მისი მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო კრისტალური ქანების შესწავლა და ამ რეგიონის გეომორფოლოგია. [15] მისი მიღწევები ამ სფეროში 21-ე საუკუნეშიც არ კარგავს მნიშვნელობას. . ბესკომის კალამს ეკუთვნის USGS-ის ცნობილი პუბლიკაციები ფილადელფიის (1909), ტრენტონის (1909), ელქტონ-ვილმინგტონის (1920), კვაკერთაუნ-დოილსთაუნის (1931) და ჰანიბრუკ-ფენიქსვილის (1938) გეოლოგიაზე. ჟურნალ American Men of Science (ამჟამად American Men and Women of Science ) - ის პირველ გამოცემაში მას მიანიჭეს 4 ვარსკვლავი, რაც მიუთითებდა ძალიან მაღალ რეიტინგზე ნებისმიერი სქესის მეცნიერისთვის.
დისერტაციაში გარკვეული ქანების დახვეწილი კლასიფიკაციის შესახებ, რომლებსაც განიხილავდნენ დანალექ ქანებად, მეტამორფული ქანების რანგში ბესკომმა გამოიყენა მომავალში გეოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოწინავე პეტროგრაფიული ტექნიკა.
ბესკომის რამდენიმე სტუდენტი შემდგომში ასევე მუშაობდა USGS-ში: მათ შორის, ელეონორა ბლის ნოპფი, ანა იონას სტოუზი, ლუიზა კინგსლი, კეტრინ ფაულერ-ბილინგი, მარია პორტერი, ჯული გარდნერი და იდა ჰელენ ოგილვი.
1894 წელს ფლორენს ბესკომი გახდა მეორე ქალი, რომელიც აირჩიეს ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების წევრად. 1924 წელს მიიღო მრჩეველის თანამდებობა, 1930 წელს კი გახდა ამ საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. ბესკომი ასევე შედიოდა ამერიკის შეერთებული შტატების კვლევითი ეროვნული საბჭოს და ამერიკის გეოფიზიკური კავშირის შემადგენლობაში. ვაშინგტონის გეოლოგიურმა საზოგადოებამ მას მისცა მოხსენების გაკეთების უფლება: ბესკომი იყო პირველი ქალი, რომელსაც ასეთი პატივი ხვდა წილად.
ფლორენს ბესკომი გარდაიცვალა ინსულტით 1945 წლის 18 ივნისს.
ხსოვნა
რედაქტირებაფლორენს ბესკომის სახელი უწოდეს:
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 https://books.google.com/books?id=rVLOhGt1BX0C&pg=PA108&dq=%22Florence+Bascom%22+1862+july&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwizrP-v2pXVAhVGaD4KHYRBCD4Q6AEIKjAB#v=onepage&q=%22Florence%20Bascom%22%201862%20july&f=false
- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 FemBio database
- ↑ GeneaStar
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 6.8 The Stone Lady, Florence Bascom — National Park Service.
- ↑ 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 7.10 7.11 7.12 7.13 7.14 OGILVIE I. H. FLORENCE BASCOM 1862-1945 // Science / H. Thorp — Northern America: AAAS, 1945. — Vol. 102, Iss. 2648. — P. 320–321. — ISSN 0036-8075; 1095-9203 — doi:10.1126/SCIENCE.102.2648.320
- ↑ http://dla.library.upenn.edu/dla/pacscl/ead.html?id=PACSCL_BMC_USPBmBMC198001
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 10.6 10.7 Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th Century — Routledge, 2003. — Vol. 1. — P. 87. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
- ↑ Ramsay J. G. Biographical Dictionary of Modern American Educators — 1997. — ISBN 978-0-313-29133-3
- ↑ https://archive.org/details/naturalistsdire03unkngoog/page/n24/mode/2up
- ↑
- Florence Bascom — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ↑ Rosenberg, Carroll S.. BASCOM, Florence (July 14, 1862-June 18, 1945). Notable American Women: 1607-1950. Harvard University Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 29, 2020. ციტირების თარიღი: 2012-10-16