ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფლორა დოსენი (ხორ. Flora Dosen, დ. 26 თებერვალი, 1922, გოსპიჩი, ხორვატია — გ. 21 აპრილი, 2015, სტრეზა, იტალია) — ხორვატი მწერალი, მწვავე სოციალურ და ისტორიულ თემებზე შექმნილი წიგნების ავტორი ფრანგულ ენაზე.

ფლორა დოსენი
დაბადების თარიღი 26 თებერვალი, 1922(1922-02-26)
დაბადების ადგილი გოსპიჩი
გარდაცვალების თარიღი 21 აპრილი, 2015(2015-04-21) (93 წლის)
საქმიანობა პოეტი და მწერალი
მოქალაქეობა  ხორვატია
 იუგოსლავია
ალმა-მატერი ზაგრების უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ორთოპედი ფერდე გროსპიჩის ოჯახში. ხუთი წლის ასაკში იგი მშობლიურ ქალაქ გოსპიჩიდან საცხოვრებლად გადავიდა ზაგრებში, სადაც 1941 წელს ჩაირიცხა ზაგრების უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1946 წელს დიპლომის მიღების შემდეგ, ორი წლით პრაღაში გაემგზავრა, სადაც შეისწავლა ჩეხური და ფრანგული ენები. შემდეგ იგი გადავიდა მილანში, სადაც დაქორწინდა გერმანული წარმოშობის იტალიელ მრეწვეელ შტეფან ვესელზე და დაიწყო რომანებისა და ლექსების წერა. მისი პირველი რომანი „Le Maestro“, რომელიც 1961 წელს გამოსცა პარიზულმა გამომცემლობამ „Flammarion“-მა, დაიწერა ხორვატულ ენაზე, განსხვავებით მისი შემდგომი ნამუშევრებისგან, რომლებიც მან დაწერა ფრანგულ ენაზე. დროთა განმავლობაში მისი წიგნები იურე კასტელანმა იტალიურად თარგმნა და ფრანგი ლიტერატურათმცოდნეების მაღალი შეფასება მიიღო.[1] ფლორა დოსენი თავის ნამუშევრებში ცდილობდა მკითხველისთვის მარტივი ენით გადმოეცა ბურჟუაზიული ოჯახის ცხოვრების დრამატული მხარეები.[2]

მან ფსევდონიმისთვის გვარი დედის ქალიშვილობის გვარიდან ისესხა — Došen (ხორ. Došen).

რჩეული ნამუშევრები

რედაქტირება
  • Le Maestro (1961)
  • La messe du lundi (1962)
  • La poussičre des jours preveo je za Forum (1970)
  • Ja, svemir (1976)
  • Život kao život (1976)
  • Ilirka (1988)

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Milačić 1993.
  2. Hrvatska enciklopedija 2021.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფლორა_დოსენი“-დან