ფიქრი იშიქი
ფიქრი იშიქი (თურქ. Fikri Işık; დ. 13 სექტემბერი 1965, ბაბაჯანი, შირანი, გუმუშჰანე, თურქეთი) — თურქი მასწავლებელი, ბიზნესმენი, ადვოკატი და თურქეთის ყოფილი ვიცე-პრემიერ მინისტრი.
ფიქრი იშიქი Fikri Işık | |
თურქეთის ვიცე-პრემიერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 ივლისი, 2017 – 9 ივლისი, 2018 | |
პრეზიდენტი | რეჯეფ თაიფ ერდოღანი |
პრემიერ-მინისტრი | ბინალი ილდირიმი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 მაისი, 2016 – 19 ივლისი, 2017 | |
პრეზიდენტი | რეჯეფ თაიფ ერდოღანი |
პრემიერ-მინისტრი | ბინალი ილდირიმი |
წინამორბედი | ისმეთ ილმაზი |
მემკვიდრე | ნურეთინ ჯანიქლი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 დეკემბერი 2013 – 24 მაისი 2016 | |
პრეზიდენტი | აბდულა გიული რეჯეფ თაიფ ერდოღანი |
პრემიერ-მინისტრი | რეჯეფ თაიფ ერდოღანი აჰმეთ დავუთოღლუ |
წინამორბედი | ნიჰათ ერგიუნი |
მემკვიდრე | ფარუქ იოზლიუ |
დაბადებული | 13 სექტემბერი, 1965 ბაბაჯანი, შირანი, გუმუშჰანე თურქეთი |
საარჩევნი ოლქი | 2007 - ქოჯაელი 2011 - ქოჯაელი 2015 - ქოჯაელი |
პოლიტიკური პარტია | სგპ |
მეუღლე | ნიგარ იშიქი |
შვილები | 4 |
განათლება | ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი |
პროფესია | მასწავლებელი, ბიზნესმენი |
რელიგია | სუნიტური ისლამი |
საიტი | http://www.fikriisik.com/ |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფიქრი დაიბადა 1965 წლის 13 სექტემბერს გუმუშჰანეს პროვინციის შირანის რაიონის სოფელ ბაბაჯანში, თევფიქ და მეჯბურე იშიქის ოჯახში.[1] დაწყებითი განათლება ჰერექე სიუმერის სკოლაში, ხოლო საშუალო განათლება იზმითის იმამ ჰათიფის კოლეჯში მიიღო. 1989 წელს დაამთავრა ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი, მათემატიკის მასწავლებლის პროფესიით. მუშაობდა ინგლისური ენისა და მათემატიკის მასწავლებლად იზმითისა და სტამბოლის სკოლებში, ასევე მუშაობდა კვების მრეწველობის მენეჯერად.[2]
იშიქი დაოჯახებულია და ჰყავს 4 შვილი, იცის ინგლისური და არაბული ენა.[3]
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება1999 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა.[4] 2001 წლის 20 ოქტომბერს სგპ-ს ქოჯაელის ადგილობრივ ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ქოჯაელის პროვინციის დეპუტატი გახდა. 2007-2013 წლებში სგპ-ს ცენტრალური ორგანიზაციის რეგიონალურ კოორდინაციაში მუშაობდა, ამავე დროს 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და კვლავ გახდა პარლამენტის წევრი ქოჯაელის პროვინციიდან.[5] 2013 წლის 31 იანვარს თურქეთის პარლამენტის ეროვნული განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე გახდა.[6]
2013 წლის 25 დეკემბერს თურქეთის მეცნიერების, მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრი[7][8], ხოლო 2016 წლის 24 მაისიდან თურქეთის თავდაცვის მინისტრია[9].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.tbmm.gov.tr/develop/owa/milletvekillerimiz_sd.bilgi?p_donem=26&p_sicil=6534
- ↑ http://www.haberturk.com/gundem/haber/1244051-mili-savunma-bakani-fikri-isik-kimdir
- ↑ http://www.radikal.com.tr/politika/iste-yeni-bakanlarin-ozgecmisi-1168069/
- ↑ Belde Belediyesi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-03. ციტირების თარიღი: 2016-07-29.
- ↑ http://secim.haberler.com/2011/kocaeli-secim-sonuclari/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-05. ციტირების თარიღი: 2016-07-29.
- ↑ ERDOĞAN YENİ BAKANLARI AÇIKLADI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-25. ციტირების თარიღი: 2015-09-25.
- ↑ http://www.hurriyet.com.tr/uc-bakan-istifa-etti-25438044
- ↑ http://www.ntv.com.tr/turkiye/yeni-kabine-belli-oldu-65-hukumet-bakanlar-kurulu-listesi,QioafwQo9EKJ5btIhFaL7w