ფირიდუნ-ბექ კოჩარლინსკი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


ფირიდუნ-ბექ ახმედ-ბექ ოღლი კოჩარლინსკი[1] ან კოჩარლი[2] (აზერ. Firidun bəy Əhməd bəy oğlu Köçərli; 26 იანვარი 1863, შუშა — 1920, გიანჯა) — აზერბაიჯენელი ფილოლოგი, მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი. პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე.

ფირიდუნ-ბექ კოჩარლინსკი
დაბადების თარიღი 26 იანვარი, 1863
შუშა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1920
განჯა, ელიზავეტპოლის მაზრა
საქმიანობა ფილოლოგია
ჯილდოები აზერბაიჯანელი თათრების ლიტერატურა (1903)

ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა

რედაქტირება

ფირიდუნ-ბექ კოჩარლინსკი 1863 წელს ქალაქ შუშაში დაიბადა. ოჯახში ის ერთადერთი ბავშვი იყო. ადგილობრივი რუსულ-მუსულმანური სკოლის დასრულების შემდეგ გორში ამიერკავკასიის მასწავლებელთა მომზადების სემინარიაში ჩააბარა. 1885 წელს, დიპლომის მიღების შემდეგ, მან ერივანის რუსულ-მუსულმანურ სკოლაში ღვთისმეტყველებისა და აზერბაიჯანული ენის მასწავლებლის რანგში პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო.[3] 1895 წელს ის მიწვეულ იქნა სამუშაოდ გორში მასწავლებელთა მომზადების სემინარიაში[4]

 
ნათესავებთან ერთად შუშაში. 1915 წელი

კოჩარლინსკი იყო ერთ-ერთი პირველი აზერბაიჯანელ მეცნიერთა შორის, რომელმაც აზერბაიჯანული ლიტერატურული ენის სტანდარტიზაციის საკითხი დააყენა. 1895 წელს კოჩარლინსკიმ გამოაქვეყნა თავისი პირველი სტატია — "თათრული კომედიები", 1904 წელს— "წერილები ჩვენს ლიტერატურაზე". 1903 წელს დღის შუქი იხილა მისმა პირველმა სამეცნიერო ნაშრომმა — "აზერბაიჯანელი თათრების ლიტერატურა" (რევოლუციამდე აზერბეიჯანული თათრები იწოდებოდნენ აზერბაიჯანელებად), 130 აზერბაიჯანელი პოეტისა და მწერლის ნამუშევართა კრიტიკული მიმოხილვა. ბოლო წლებში გამოცემულ იქნა მისი უფრო მცირე ზომის ნამუშევრები: "მირზა ფატალი ახუნდოვი" (1911) და "საჩუქარი ბავშვებს" (1912). ამისთან ერთად, კოჩარლინსკი დაკავებული იყო რუსი და ევროპელი ავტორების ნაწარმოებთა აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნით. მისი ყველაზე დიდი ნაშრომია — "მასალები აზერბაიჯანული ლიტერატურის ისტორიის შესახებ" — გამოქვეყნდა მხოლოდ 1925 წელს, უკვე მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ. ეს წიგნი არის აზერბაიჯანული ლიტერატურის ისტორიისა და განვითარების, თავისი დროის პირობაზე, შედარებით უფრო ზუსტი და ინფორმაციული წყარო.[4]

კოჩარლინსკი 1918 წლის თებერვალში არჩეული ამიერკავკასიის სეიმის წევრი იყო, შედიოდა ამიერკავკასიის ცენტრალური მუსულმანური საბჭოს (მოგვიანებით — აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო) შემადგენლობაში, რომელმაც 28 მაისს აზერბაიჯანი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ[5] გამოაცხადა. ამ დროისათვის მას ქალაქ ყაზანში ახლადშექმნილი მასწავლებლების მოსამზადებელი სემინარიის დირექტორის ადგილი ეკავა.[6] სოვეტიზაციით გამოწვეულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აურზაურში კოჩარლინსკი დააპატიმრეს და გიანჯაში გააგზავნეს. სარქის დანელიანის მიერ ლიბერმანისთვის კარნახით დაწერილი ცრუ მოწმეობის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ფირიდუნ-ბექი დადანაშაულებულ იქნა კონტრრევოლუციურ საქმიანობაში და ახალი ხელისუფლების კანონმდებლობის დაუმორჩილებლობაში, მას სიკვდილი მიუსაჯეს. განაჩენი აღსრულდა განსაკუთრებული სამმართველო № 7-ის უფროსის ლიბერმანის ხელმოწერის საფუძველზე. მოგვიანებით კოჩარლის შემოქმედების დიდად დამფასებელმა ნარიმან ნარიმანოვმა ბრძანა ეპოვათ და დაესაჯათ კოჩარლის დახვრეტის მოთავე.

კოჩარლი დაქორწინებული იყო ყაზახეთში დაბადებულ ბადისაბახ კოჩარლინსკზე (ქალიშვილობის გვარი ვეკილოვაზე), რომელიც მოგვიანებით ასწავლიდა ბაქოს, ზაქათალისა და ნუხის სკოლებში. ბავშვები მათ არ ჰყავდათ.

  1. Азимова С. Педагогическая деятельность педагогического взгляда Фиридунбека Кочарлинского. — Баку, 1977.
  2. Ругия Ганбар кызы. Подготовка научного текста, текстологическое исследование и комментария труда Фиридун бека Кочарли. Азербайджанская литература. — Баку, 1981.
  3. Литературная критика დაარქივებული 2008-05-04 საიტზე Wayback Machine. . Шамс Руфуллаева (на азерб. языке)
  4. 4.0 4.1 Фиридунбек Кочарли: народный учитель и замечательный литературовед დაარქივებული 2013-03-02 საიტზე Wayback Machine. . Галина Микеладзе. Азербайджанские известия
  5. Протоколы заседаний мусульманских фракций Закавказского сейма и Азербайджанского национального совета 1918 г. / Под ред. А. А. Пашаева. — Б.: Adiloğlu, 2006, с. 123—125
  6. Адрес-календарь Азербайджанской Республики. — Баку, 1920. — С. 314