ფინდელის მყინვარი
ფინდელის მყინვარი (გერმ. Findelgletscher) — ხეობის ტიპის მყინვარი პენინის ალპებში, დიუფურის მასივში, ცერმატის აღმოსავლეთით. სიგრძე 8 კილომეტრია, ფართობი 19 კმ².
ფინდელის მყინვარი
| |
---|---|
გერმ. Findelgletscher | |
კოორდინატები: 46°00′33″ ჩ. გ. 7°50′32″ ა. გ. / 46.00917° ჩ. გ. 7.84222° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
ქედი | პენინის ალპები |
ფართობი | 19 კმ² |
სიგრძე | 8 კმ |
ტიპი | ხეობური |
მყინვარის საწყისი წერტილი მდებარეობს კიმა-დი-იაზის მთაზე, ზღვის დონიდან 3 803 მეტრ სიმაღლეზე, შვეიცარია-იტალიის საზღვარზე. აქედან მყინვარი დასავლეთით მიემართება, რიმპფიშჰორნსა და შტრაჰლჰორნს შორის. მყინვარის ენის დასასრული 2 500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
2009 წლის ოქტომბერში, ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მყინვარის სიგრძის გაზომვის ცდა ჩაატარა და მონაცემი 2005 წლის მაჩვენებელს შეადარეს. შედეგმა აჩვენა, რომ 1850 წლიდან მყინვარს დაკარგული ჰქონდა 49 მლნ მ³ ყინული და ფართობის მეოთხედი.