ფიმბულის შელფური მყინვარი

ფიმბულის შელფური მყინვარიშელფური მყინვარი აღმოსავლეთ ანტარქტიდაში. მდებარეობს მეფე ჰოკონ VII-ის ზღვის პირას, დედოფალ მოდის მიწასთან. სიგრძე 200 კმ, სიგანე 100 კმ, ფართობი ~ 39400 კმ². ცენტრალურ ნაწილს კვებავს იუტულსტრაუმენის გამომყვანი მყინვარი.[1]

ფიმბულის შელფური მყინვარი
კოორდინატები: 70°30′ ს. გ. 0°10′ დ. გ. / 70.500° ს. გ. 0.167° დ. გ. / -70.500; -0.167
ფართობი ~ 39400 კმ²
სიგრძე 200 კმ
სიგანე 100 კმ
ფიმბულის შელფური მყინვარი — ანტარქტიდა
ფიმბულის შელფური მყინვარი

დასავლეთი ნაწილი მოიცავს ნაპრალებისა და რიფტების ვეებერთელა მინდორს. მყინვარი უნიკალურია, ვინაიდან გადაჭიმულია შორს ჩრდილოეთისაკენ, სადაც ჩამოწოლილია კონტინენტურ კალთაზე. ფიმბულის შელფური მყინვარი აგრეთვე ცნობილია როგორც ფიმბულისენი.[2]

მყინვარის ენა ტროლტუნგა 1967 წლამდე მკვეთრად იყო გამოშვერილი თითქმის 100 კმ-მდე, რომელიც სავარაუდოდ ეიმერის შელფური მყინვარიდან წამოსულ დიდ აისბერგს შეეჯახა.[2]

ფიმბულის შელფური მყინვარის აეროფოტოსურათები გადაიღო გერმანიის ანტარქტიდულმა ექსპედიციამ (1938–39), ხოლო ნორვეგია-ბრიტანეთ-შვედეთის ანტარქტიდული ექსპედიციისა (1949–52) და ნორვეგიის ექსპედიციის (1958–59) ფარგლებში მოპოვებული აეროფოტოსურათების ხარჯზე ნორვეგიელმა კარტოგრაფებმა შელფური მყინვარი რუკაზე დაიტანეს და ფიმბულისენი უწოდეს, რომელიც ნორვეგიული ენიდან ითარგმნება როგორც „უზარმაზარი ყინული“.[3]

  1. Fimbul Ice Shelf | United States Geological Survey
  2. 2.0 2.1 Swithinbank, C., P. McClain, and P. Little. Drift tracks of Antarctic icebergs. Polar Record, 18(116):495–501, 1977. doi:10.1017/S0032247400000991
  3. Fred G. Alberts. Geographic Names of the Antarctic. Second Edition, 1995