მეფე ჰოკონ VII-ის ზღვა
ზღვა
მეფე ჰოკონ VII-ის ზღვა (ნორვ. Kong Haakon VII Hav) — ზღვა სამხრეთის ოკეანეში, აღმოსავლეთი ანტარქტიდის ნაპირებთან.[1] საერთაშორისო თვალსაზრისით, გაწოლილია პრინცესა მართას ნაპირის გასწვრივ, უედელისა და ლაზარევის ზღვებს შორის. ნორვეგია, რომელიც არ აღიარებს ლაზარევის ზღვას, მიიჩნევს, რომ მეფე ჰოკონ VII-ის ზღვა განლაგებულია დედოფალ მოდის მიწის მთელი სიგრძის გასწვრივ. წლის მეტ დროს დაფარულია ყინულებით. ზღვაში ბინადრობს როსის სელაპი (ლათ. Ommatophoca rossii).[2] სახელი ეწოდა ნორვეგიის მეფის ჰოკონ VII-ის პატივსაცემად.
მეფე ჰოკონ VII-ის ზღვა | |
---|---|
მეფე ჰოკონ VII-ის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ოკეანის აუზი | სამხრეთის ოკეანე |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მეფე ჰოკონ VII-ის ზღვის მდებარეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-06. ციტირების თარიღი: 2015-01-05.
- ↑ როსის სელაპი — Ommatophoca rossii