ლაზარევის ზღვა

ზღვა

ლაზარევის ზღვა — განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში, აღმოსავლეთ ანტარქტიდის ნაპირებთან. ფართობი 929 ათ. კმ². ჭარბობს 3000 მ-ზე მეტი სიღრმეები, მაქსიმალური სიღრმე 4500 მ-ზე მეტი. ნაპირები მეტწილად ყინულიანია, რომელიც წარმოქმნილია შელფური მყინვარების მოწყვეტის შედეგად. წლის მეტ დროს დაფარულია მოდრეიფე ყინულებით, ბევრია აისბერგი. ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომაზე მოდრეიფე ყინულები მხოლოდ ნაპირებთან ინახება. სამხრეთით გაწოლილია პრინცესა ასტრიდის ნაპირი. ლაზარევის ზღვა გამოყვეს საბჭოთა ანტარქტიდული ექსპედიციის წევრებმა 1962 წელს და უწოდეს რუსი ადმირალისა და მოგზაურის მიხეილ ლაზარევის სახელი.

ლაზარევის ზღვა
ლაზარევის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე
ზოგადი ინფორმაცია
ოკეანის აუზი სამხრეთის ოკეანე
ტიპი განაპირა ზღვა
ფართობი 929 ათ. კმ²
უდიდესი სიღრმე 4500 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება