ფილადელფია (პარაგვაი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფილადელფია (მრავალმნიშვნელოვანი)‎.

ფილადელფია (ესპ. Filadelfia) — ქალაქი დასავლეთ პარაგვაიში, გრან-ჩაკოს რეგიონში, ბოკერონის დეპარტამენტის დედაქალაქი, რუსული მენონიტების ფერნეიმის კოლონიის ცენტრი. ქვეყნის დედაქალაქ ასუნსიონიდან დაშორებულია დაახლოებით 5 საათის სავალი სამანქანო გზით.

ქალაქი
ფილადელფია
Filadelfia
ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
დეპარტამენტი ბოკერონი
კოორდინატები 22°20′24″ ს. გ. 60°01′48″ დ. გ. / 22.34000° ს. გ. 60.03000° დ. გ. / -22.34000; -60.03000
დაარსდა 1930
ფართობი 13 879 კმ²
ცენტრის სიმაღლე 128
ოფიციალური ენა ესპანური ენა და გუარანის ენა
მოსახლეობა 9 713 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
სატელეფონო კოდი 491
საფოსტო ინდექსი 160401–160410[1]
ოფიციალური საიტი http://www.filadelfia.gov.py
ფილადელფია (პარაგვაი) — პარაგვაი
ფილადელფია (პარაგვაი)

ფილადელფია 1930 წელს რუსმა მენონიტებმა დააარსეს, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოიქცნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი გაყოფილი აღმოჩნდა — გერმანელ კოლონისტთა ზოგიერთი შთამომავლები მხარს ნაცისტებს უჭერდნენ.

დღეისათვის, ქალაქში ფუნქციონირებს მუზეუმი, ბიბლიოთეკა, რადიოსადგური და საავადმყოფო. 2008 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 9 713 ადამიანს შეადგენს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://codigopostal.paraguay.gov.py/