ოჩოფეხა
(გადამისამართდა გვერდიდან ფეხჭოჭინა)
ოჩოფეხა, ფეხჭოჭინა[1] (ლათ. Himantopus himantopus) — ფრინველთა მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ აღწევს. აქვს გრძელი ნისკარტი და მაღალი წითელი ფეხები. ზურგი, კეფა, კისრის უკანა მხარე და ნისკარტი შავი, თეთრი მუცელი. კოსმოპოლიტური ფორმაა — გავრცელებულია თითქმის ყველგან. საქართველოში გვხვდება მხოლოდ მიმოფრენისას. ოჩოფეხა ბინადრობს ზღვებისა და ტბების ქვიშნარ ნაპირებზე. ბუდობს კოლონიებად. მაისში დედალი დებს 4 კვერცხს, კრუხობს 25 დღე-ღამე. ოჩოფეხა იკვებება წყლის მწერებითა და მათი მატლებით, თევზებისა და ბაყაყების ქვირითით.
ოჩოფეხა | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Himantopus himantopus | |||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22727969 | |||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 623.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 651.