ფიფა
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია, შემოკლებით ფიფა (აკრონიმი ფრანგ. Fédération Internationale de Football Association) — ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანო. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში. ორგანიზაციის ამჟამინდელი პრეზიდენტია ჯანი ინფანტინო.
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია | |
---|---|
დევიზი | For the Game. For the World. |
შეიქმნა | 21 მაისი, 1904 |
ტიპი | სპორტული |
შტაბ-ბინა | ციურიხი, შვეიცარია |
ემსახურება რეგიონს | საერთაშორისო |
წევრები | 208 ეროვნული ასოციაცია |
ენა | ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ესპანური[1] |
პრეზიდენტი | ჯანი ინფანტინო |
მთავარი ვიცე-პრეზიდენტი | ისა ჰაიატუ |
ვიცე-პრეზიდენტები |
ანგელ მარია ვილარი დავიდ ჩუნგი სალმან ბინ იბრაჰიმ ალ-ხალიფა დავიდ გილი ალეხანდრო დომინგეზი სუნილ გულატი |
ქვეყანა | შვეიცარია |
თავმჯდომარე | ჯანი ინფანტინო |
კავშირები | Association of Summer Olympic International Federations და International Football Association Board |
https://FIFA.com |
ისტორია
რედაქტირებაფიფა დაარსდა 1904 წლის 21 მაისს პარიზში. ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები იყვნენ ბელგია, დანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია. იმავე დღეს, ტელეგრაფის საშუალებით, წევრობის სურვილი გამოთქვა გერმანიამ[2].
ფიფა-ს პირველი პრეზიდენტი გახდა ფრანგი რობერ გერენი, რომელიც 1906 წელს ინგლისელმა დანიელ ბარლი ვულფოლმა შეცვალა. პირველი შეჯიბრი, რომელიც ჩატარდა ფიფა-ს ორგანიზებით, იყო ფეხბურთი 1908 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.
მალე ფიფა-ში გაწევრება დაიწყეს არაევროპულმა ქვეყნებმაც: სამხრეთ აფრიკამ 1908 წელს, არგენტინამ და ჩილემ 1912 წელს, კანადამ და აშშ-მა 1913 წელს.
პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ორგანიზაციის აქტიურობამ იკლო, ვინაიდან ფეხბურთელთა უმეტესობა ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა. საფრთხის ქვეშ დადგა ორგანიზაციის არსებობის საკითხი. 1918 წელს გარდაიცვალა დანიელ ბარლი ვულფოლი; ფიფა-ს მესვეურობა გენერალურ მდივან კარლ ანტონ ვილჰელმ ჰირშმანს გადაეცა. ფიფა-მ არსებობა განაგრძო, თუმცა ორგანიზაციას გაეთიშა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, იმ მიზეზით, რომ არ სურდა იმ ქვეყნების გუნდებთან თამაში, რომელთანაც ისინი ომში იყვნენ ჩაბმული[3]. მოგვიანებით, 1946 წელს, ინგლისი ხელახლა გაწევრიანდა ფიფა-ში.[4]
ოლიმპიური ფეხბურთი წარმატებით სარგებლობდა, ამიტომ ორგანიზაციამ გადაწყვიტა საკუთუთარი საერთაშორისო ჩემპიონატი ჩაეტარებინა. 1928 წლის 28 მაისს, ამსტერდამში, ფიფა-ს კონგრესმა მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ. ჩემპიონატის პირველი გათამაშება, 1930 წელს, ურუგვაიში ჩატარდა[5].
პრეზიდენტები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ [1]
- ↑ History of FIFA - Foundation დაარქივებული 2010-06-15 საიტზე Wayback Machine. . ფიფა-ს ოფიციალური საიტი.
- ↑ Scotland and the 1950 World Cup. BBC.
- ↑ History of FIFA - British Associations return დაარქივებული 2007-11-16 საიტზე Wayback Machine. . ფიფა-ს ოფიციალური საიტი
- ↑ History of FIFA – The first FIFA World Cup დაარქივებული 2012-11-09 საიტზე Wayback Machine. . ფიფა-ს ოფიციალური საიტი.