ფერნანდო ფერნან გომესი
ფერნანდო ფერნან გომესი (ესპ. Fernando Fernán Gómez; დ. 28 აგვისტო, 1921, ლიმა, პერუ — გ. 21 ნოემბერი, 2007, მადრიდი, ესპანეთი)[1] — ესპანელი მსახიობი და რეჟისორი. მსახიობი დაიბადა პერუს დედაქალაქ ლიმაში, სადაც ჩასული იყო დედამისი — ასევე მსახიობი კაროლა ფერნანა-გომესი.
ფერნანდო ფერნან გომესი | |
---|---|
დაბადების სახელი | ფერნანდო ფერნან გომესი |
დაბადების თარიღი |
28 აგვისტო, 1921 ლიმა, პერუ |
გარდაცვალების თარიღი |
21 ნოემბერი, 2007 (86 წლის) მადრიდი, ესპანეთი |
მეუღლე(ები) | მარია დოლორეს პრადერა, ემა კოენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, ფერნანდომ ხელი მიჰყო სამართლის სწავლას და შეწყვიტა თეატრში მუშაობა. 1942 წელს მან განაახლა თეატრალური მუშაობადა დაიწყო კინემატოგრაფში საქმიანობა. დააარსა საკუთარი თეატრალური დასი და მიიღო არაერთი ჯილდო რეჟისურისა და წერისათვის. 1950-იან წლებში დაიწყო ფილმების გადაღება. მათ შორის იყო თავისსავე ნოველაზე შექმნილი სურათი მოგზაურობა არსად (El viaje a ninguna parte). განსაკუთრებით პოპულარული იყო მისი 1958 წელს გადაღებული კომედია La vida por delante, რომლის გაგრძელება იყო La vida alrededor.
მან იქორწინა პირველად მარია დოლორეს პრადერაზე 1945. მათმა ქორწინებამ 1959 წლამდე გასტანა. მეორედ შეუღლდა ემა კოენზე 2000 წელს. ემასთან ერთად ცხოვრობდა გარდაცვალებამდე. გომესი გარდაიცვალა 2007 წლის 21 ნოემბერს მადრიდში.