ფერდინანდ ბჟიკიანი

ფერდინანდ პავლეს ძე ბჟიკიანი (სომხ. Ֆերդինանդ Բժիկյան) (დ. 1 იანვარი, 1905, ყარსი, — გ. 6 სექტემბერი, 1969, დუბნა, მოსკოვის ოლქი, დაკრძალულია თბილისში) — სომეხი რეჟისორი და მსახიობი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1950),[1] სომხეთის სახალხო არტისტი (1964).

მუშაობდა როსტოვის ნახიჩევანის სომხურ თეატრალურ დასში (1921 წლიდან), შემდეგ — ხარკივის ხელოვნების მუშაკთა სომხურ დასში (1924 წლიდან). 1933 ხარკივში დაამთავრა სარეჟისორო კურსები და იმავე წელს სათავეში ჩაუდგა იქვე ახლად დაარსებულ სომხურ დასს. 1936 წლიდან თბილისის სომხურ დრამატულ თეატრში მუშაობდა რეჟისორად და მსახიობად. 1948–1964 წლებში იყო ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1950. №19. გვ. 16