ფახრ-ალ-დინ ასად გორგანი
ფახრ-ალ-დინ ასად გორგანი — XI საუკუნის სპარსი პოეტი. წარმოშობით იყო გორგანიდან. მოღწეულია მისი რამდნეიმე ლირიკული ლექსის ფრაგმენტი და სამიჯნურო პოემა ვისი და რამინი. პოემიდან ირკვევა, რომ გორანი ახლდა სელჩულ სულთან თოღრულ-ბეგს ისპაჰანის აღების დროს 1042 წელს. ამ დროს მიიღო პოეტმა ვისის და რამინის სამიჯნურო ამბის სპარსულად გალექსვის დაკვეთა. ფაბულის ნასესხობის მიუხედავად გორგანმა შექმნა ორიგინალური რომანი, რომელიც სპარსული რომანული ეპოსის პირველი სრულყოგილი ნიმუშია.
ფახრ-ალ-დინ ასად გორგანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | XI საუკუნე[1] |
დაბადების ადგილი | გორგანი |
გარდაცვალების თარიღი | 1054 |
გარდაცვალების ადგილი | ისპაანი |
საქმიანობა | პოეტი და მწერალი |
ენა | სპარსული ენა |
მოქალაქეობა | ირანი |
პერიოდი | XI საუკუნე[2] |
ლიტერატურა
რედაქტირება- კალაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 222.
- თოდუა მ., ქართულ-სპარსული ეტიუდები, თბილისი, 1972
- კობიძე დ. ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი, ტ. 2, თბილისი, 1969
- ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, 1945
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Czech National Authority Database