ვისი და რამინი ( სპარსული: ويس و رامين, Vis o Rāmin) - სპარსული კლასიკური სამიჯნურო ეპოსი. დაწერა XII საუკუნეში ფახრ-ალ-დინ ასად გორგანმა. მოგვითხრობს ვისის და რამინის სიყვარულის ისტორიას პრეისლამურ სპარსეთში. გორგანი ისტორიას სასანიდურ წარმოშობას მიაწერდა, მაგრამ ახლა ის პართიისდროინდელ ისტორიად არის მიჩნეული, სავარაუდოდ ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნიდან.[1]

პოემა მოგვითხრობს დასავლეთ ირანის შაჰის (მედიას) მმართველი წყვილის - შაჰრუსა და კარენის ქალიშვილზე ვისზე და რამინზე, ჩრდილოეთით ირანის მარვის მეფის მეფის, მუბად მონიკანის ძმაზე. მონიკანი ხედავს შაჰრუს სამეფო წვეულებაზე, ქალის სილამაზე აოცებს მას და ის შაჰრუს ცოლობას სთხოვს. ის პასუხობს, რომ ქმარი უკვე ჰყავს, მაგრამ ჰპირდება, რომ თუ გოგონა შეეძინა აუცილებლად ცოლად მისცემს.

შაჰრუ აჩენს გოგონას - ვისს და აღმზრდელთან აგზავნის, რომელიც ასევე რამინს ზრდის. წამოზრდილ ვისს დედასთან აბრუნებენ და მის ძმაზე - ვირუზე აქორწინებენ, მაგრამ ქორწინების კონსუმმაცია ვერ ხდება ვისის მენსტრუაციის გამო. მუბადი იგებს ქორწილის შესახებ და თავის ძმას ზარდს შაჰრუსთან აგზავნის დაპირების შესახსენებლად. შაჰრუც და ვისიც უარზე არიან და მუბადი ომს იწყებს. ომში იღუპება ვისის მამა, მჯბადი ცდილობს ვისი დაითანხმოს, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ მუბადი ვისს იტაცებს.

ვისი გულმოკლულია. სასახლეში ის და რამინი ერთმანეთს იყვარებენ, ვიცი ღალატობს მუბადსს რამინთან. მუბადი ამის შესახებ იგებს და ვისს უბრძანებს გაიაროს ცეცხლით გასამართლება და დაამტკიცოს თავისი ღირსება, მაგრამ ვისი და რამინი იპარებიან. მუბადი და რამინი რიგდებიან და ისინი უკან ბრუნდებიან, მუბადი ცდილობს ვისი სასახლეში გამოკეტის, მაგრამ რამინი მაინც პოულობს მას. მუბადი ცოლს ცემს. რამინი ვისთან განშორებას წყვეტს და სხვა ქალთან ქორწინდება, მაგრამ მაინც ვისთან ბრუნდება. საბოლოოდ ისინი ერთად რჩებიან და ქორწინდებიან, მუბადი კი ნადირობისას იღუპება.

ვისის და რამინის ამბავმა შესამჩნევი გავლენა იქონია სპარსულ ლიტერატურაზე. ნეზამი, სპარსული რომანტიკული ტრადიციის მნიშვნელოვანი პოეტი, თავისი რიტორიკის საფუძველს გორგანისგან იღებს. ნაწარმოებს გავლენა ჰქონდა სპარსეთის გარეთაც - "ვისი და რამინი" პოპულარული გახდა საქართველოში. მისმა XII საუკუნის პროზაულმა თავისუფალმა თარგმანმა "ვისრამიანმა" ქართულ ლიტერატურაზე საგრძნობი გავლენა იქონია. "ვისრამიანი" ნაწარმოების უძველესი ცნობილი ხელნაწერია და ორიგინალზე უკეთ არის შემონახული,, მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სპარსული ტექსტის ისტორიისთვის და სპარსულ ხელნაწერებში რამდენიმე დაზიანებული სტრიქონის აღდგენას შეუწყო ხელი.

მეცნიერმა ვლადიმირ მინორსკიმ შეისწავლა თხზულება ოთხ ნაწილად და დარწმუნდა მის პართიურ წარმოშობაში. ზოგი მეცნიერი ამ სიუჟეტს "ტრისტანის და იზოლდის" ფუძედ თვლის, თუმცა ამ საკითზე სხვადასხვა აზრი არსებობს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კალაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 222.
  • თოდუა მ., „ქართულ-სპარსული ეტიუდები“, თბილისი, 1972
  • კობიძე დ. „ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი“, ტ. 2, თბილისი, 1969
  • ბარამიძე ა., „ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, 1945
  • Gurgānī, Fakhr al-Dīn (1972). Vīs and Rāmīn. UNESCO Collection of Representative Works: Persian heritage series. 14. Translated by Morrison, George. New York: Columbia University Press. ISBN 0-231-03408-3.
  • Gorgani, Fakhraddin (2009). Vis and Ramin. Translated by Davis, Dick. Penguin Classics. ISBN 978-0-14-310562-6.
  • Julie Scott Meisami, Medieval Persian Court Poetry, Princeton, 1987.
  • Vladimir Minorsky, "Vis u Ramin: A Parthian Romance," Bulletin of the School of Oriental and African Studies, vol. XI, 1943–46, pp. 741–63; Vol. XII, 1947–1948, pp. 20–35; Vol. XVI, 1954, pp. 91–92; "New Developments". Vol. XXV, 1962, pp. 275–86.
  • Бертельс Е. Э. История таджикско-персидской литературы // Избранные труды. — 1960. — Т. 1. — С. 267—286.
  1. [1].