ტიმპანია ფაშვისა

(გადამისამართდა გვერდიდან ფაშვის ტიმპანია)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტიმპანია ფაშვისა (ბერძნ. tympanon - დოლი) , დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია მცოხნავი ცხოველების ფაშვში ჭარბი აირების დაგროვება. უმთავრესად ავადდება მსხვილფეხა საქონელი.

გამომწვევი მიზეზი

რედაქტირება

ფაშვის პირველადი ტიმპანიის მიზეზად ითვლება ადვილად ფუჭებადი საკვების დიდი რაოდენობით მიღება (მწვანე, ლორთქო ბალახი, სიმინდი, რძე-სანთლის სიმწიფის პერიოდში, კომბოსტოს და ჭარხლის ფოთლები, სამყურა, ცერცველა, იონჯა და სხვა პარკოსნები). აღნიშნული საკვები უფრო საშიში ხდება, თუ მას აძლევენ ჩახურებულს ან წვიმითა და ნამით დასველებულს, ან თუ ცხოველების დაწყურვება ხდება უშუალოდ ასეთი საკვების მიღების შემდეგ.

მეორეული ტიმპანიის მიზეზი შეიძლება იყოს მცენარეული შხამების (აკომიტუნი, ციკუტა) ტოკსიკური ზემოქმედების შედეგად გამოწვეული ფაშვის კედლის დამბლა, საყლაპავი მილის დაცობა, ნაწლავების გაუვალობა და სხვა.

კლინიკური ნიშნები

რედაქტირება

დაავადება იწყება ცხოველის მოუსვენრობით-ხან წვება, ხან დგება, მუცელზე იყურება , მობუზულია ბღავის (ზოგჯერ) უკანა კიდურებს ირტყამს მუცელზე, პულსი და სუნთქვა გახშირებულია, ზერელე და გულმკერდის ტიპისაა, სუნთქავს პირდაღებული უხვად სდის ნერწყვი. მუცელი მოცულობით გადიდებულია, მარცხენა საშიმშილე ფოსო გამობერილია, კარგად ეტყობა მუცლის ნახევრის ასიმეტრია. ცოხნა და ბოყინი შეწყვეტილია, პალპაციით დგინდება მარცხენა საშიმშილე ფოსოს ძლიერი დაჭიმულობა და ფაშვში დიდი რაოდენობით აირის (გაზის) დაგროვება. ფაშვის მოძრაობა შეწყვეტილია, წიგნარის ხმიანობა და ნაწლავების პერისტალტიკა არ შეიმჩნევა. ცხოველი ხშირად იღებს დაფეკაციის და მოშარდვის პოზებს, გამოიყოფა თხიერი განავალი და მცირე რაოდენობით შარდი.

მკურნალობა

რედაქტირება

უპირველეს ყოვლისა უნდა გამოვიყენოთ უბრალო ხერხები, ბოყინის გამოწვევის მიზნით სჭიროა ვაწარმოოთ ენის გამოწევა 10-15 წუთის განმავლობაში, პირში ლაგამისმაგვარად ჩავუდოთ კუპრით ან ნავთით დასველებული მსხვილი თოკი, ნამჯის გრეხილი ან ჯოხი. შევასხათ ცივი წყალი ვატაროთ ცხოველი აღმართ-დაღმართზე, გავუკეთოთ ფაშვს ენერგიული ბურღვითი მასაჟი. ზემოთ აღნიშნულ ხერხებთან ერთად, გაზების წარმოშობის შეზღუდვის მიზნით დავალევინოთ 2-3 ლიტრი რძე, მაგნიუმის ჟანგი, იქთიოლი, ფორმალინი, იოდ-სპირტიანი ხსნარი, ტიმპანოლი, სეკადენი, მენთოლი, რეზორცინი და სხვა.

გულსისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მოქმედებისათვის და ინტოკსიკაციის ასაცილებლად ვენაში ვუკეთებთ გლუკოზას კოფეინთან ერთად და ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონულ ხსნარს, გაზების (აირების) გამოყოფის შემდეგ, წინაკუჭების მოტორული ფუნქციის გასაძლიერებლად ენიშნებთ, რუმინატორული და საფაღარათო საშუალებეი.

ტიმპანიის მოხდის შემდეგ 12-24 სათიან მშიერი დიეტის შემდეგ ენიშნებათ ნახევრადმშიერი დიეტა, ამ დროს შეიძლება მიეცეს, მცირე რაოდენობით დღეში 5-6 ჯერ, ისეთი საკვები, როგორიც არის კარგი სილოსი, თივა, შაქრის ჭარხალი, 24 საათის შემდეგ კი რაციონში შეაქვთ კონცენტრატებიც.

  გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე!