წიგნარა
წიგნარა — მცოხნელი ცხოველების მრავალსაკნიანი კუჭის უჯირკვლო განყოფილება (ირმელებს და აქლემებს არ გააჩნიათ), რომელიც მოთავსებულია ბადურასა და მაჭიკს შორის. წიგნარას შიგნითა ზედაპირზე, ძირის გარდა, ლორწოვანი გარსი წარმოქმნის სხვადასხვა სიმაღლის სიგრძივ ნაოჭებს, რომლებიც წიგნის ფურცლებს წააგავს (აქედან სახელწოდება), ფურცლებს აქვთ მოძრაობის უნარი (შეიცავენ გლუვ კუნთებს). ცხოველის მიერ ცოხნის შემდეგ მეორედ გადაპლაპული საკვები წიგნარაში საბოლოოდ ქუცმაცდება და მაჭიკში გადადის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 313.