ფასანაურის კოშკი
ფასანაურის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 7-8 კილომეტრზე, ციხის ქედზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. კოშკი ზურგიანია (4,45 x 4,35 მეტრი; სიმაღლე 10,2 მეტრი), ოთხსართულიანი, ნაგებია კლდის ქვით. დაზიანებულია: ჩაქცეულია ხის კოჭებზე მოწყობილი სართულშუა გადახურვა და სახურავი. სწორკუთხა შესასვლელი პირველი სართულის სწორ კედელშია. დასავლეთით, მიწის დონიდან 1,75 მეტრ სიმაღლეზე, კარის წირთხლებში საურდულე ხვრელებია. შესასვლელის ზემოთ, მეორე, მესამე და მეოთხე სართულზე, თითო სარკმელია. კოშკს სათოფურები არ აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 319.