სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფარსმანი.

ფარსმანიქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის 50-იან წწ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით ის არის ქართლის ორმეფობის (იხ. ორმეფობა) მეორე წყვილის წარმომადგენელი. მისი თანამეფე იყო კაოსი.[2] ქართამი, ქართლის ცხოვრების მიხედვით, გარდაიცვალა იმავე წელს და თითქმის იმავე დროს, როდესაც მისი ძმა ბარტომი,[3] ფარსმანმა მემკვიდრეობა მიიღო მამისგან არმაზს, მისმა ბიძაშვილმა კაოსმა ბარტომისგან მცხეთას. ქართული ქრონიკები მას «იარვანდ სომხის ვასალად» თვლის.

ფარსმან I არმაზელი
ქართლის (იბერიის) მეფე
მმართ. წლები: 72–87[1]
წინამორბედი: ქართამი
მემკვიდრე: აზორკი
შვილები: აზორკი
დინასტია: ფარნავაზიანი

ხოლო ადერკისით-გან ესე მეფენი იყუნეს მორჩილებასა შინა სომეხთა მეფისასა, უმეტეს არმაზელნი მეფენი შეეწეოდეს სომეხთა, ყოველთა მტერთა მათთა ზედა: მაშინ მეფე იქმნა სომხითს დიდი-იგი მეფე იარვანდ, და[4]) დაივიწყა მან კეთილი ქართველთა, ემძლავრა ფარსმანს არმაზელსა, და მიუღო საზღუარი ქართლისა, ქალაქი წუნდა, და არტანი მტკურამდე, და დასხნა წუნდას შინა კაცნი მხეცნი, ნათესავნი დევთანი, და უწოდა წუნდას სახელად ქაჯატუნი, რომელი ითარგმნების დევთა-სახლი: და ვერ ეძებნეს მეფეთა ქართლისათა საზღუარი, და მოკუდეს მწუხარებასა შინა დიდსა ფარსმან და კაოს: დასხდეს მეფედ შემდგომად მათსა შვილნი მათნი, არმაზს აზორკ, და შიდა ქალაქსა[5]) არმაზელ.[6]

გ. მელიქიშვილის აზრით ამ წყვილის ზეობა ძვ. წ. II ს-ის 50-იან წლებში უნდა ყოფილიყო.

პ. ინგოროყვას მიხედვით სერაფიტის სტელის წარწერაში დაცულია ცნობა, რომ ქართლის (იბერიის) მეფე ფარსმანის თანამედროვე არმაზელი პიტიახშის რომაული ზედწოდება იყო პუბლიკი აგრიპა. სწორედ ამ წყვილს მიჩნევს ავტორი ფარსმან/კაოსის წყვილად. მისი აზრით, კაოსი ლათინური სახელწოდების ქართული შემოკლებული ვარიანტია, რომლის სრული ფორმა უნდა იყოს Caius Publicius Agrippa. აქედან გამომდინარე პ. ინგოროყვას აზრით, ფარსმან/კაოსის წყვილს ახ. წ. I-II სს.-ში უნდა ემეფა.[2]

ქართამ პირველი შემდგომად ერთისა წლისა გარდაიცვალა და იქმნა ადგილსა მისსა ძეჲ მისი ფარსმან პირველი თანა-ზიარ მეფობისა ბარტომ მეორისა. ამათ აქვნდათ ბრძოლანი სხვასა და სხვასა ჟამსა მავალნი, ვითარცა მოიხსენების ზემორე წიგნსა ამას შინა მოთხრობასა შინა ამათისა მეფობისასა და იყვნეს ესენი ურთიერთისა მიმართ ფრიადისა სიყვარულითა და ძლიერნი ძალითა, ამატსა მეფობასა შინა ყოვლითურთ განდიდებულ და განძიერებულიყო ივერია. და გარდაიცვალა ბარტომ მეორეცა ოცდა მერვესა შინა წელსა მეფობისა მისისასა და იქმნა მის წილ მეფედ ძე მისი კაოს პირველი თანა-ზიარ მეფისა ფარსმანისა. ხოლო მიტრიდატ ივერი იყო ძმაჲ ამა ფარსმან პირველისა, რომელიცა ჰფლობდა შეწევნითა რომაელთათა და ძმისა თჳსისა ფარსმანისათა დიდსა სომხითსა. შემდგომად კაოს პირველისა გამეფებისა კვალად იმეფა ფარსმანმან და კაოსმან ერთად ათხუთმეტი წელი; ხოლო ფარსმანმან იმეფა წელნი 43.[7]

მას ჰყავდა ერთადერთი ძე:

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“, გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. გ.
  2. 2.0 2.1 ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ.: „ნეკერი“, 2007. — გვ. 20, ISBN 99928-58-36-2.
  3. la cosa és sospitosa a menys que parléssim de bessons, ja que en aquests es donen casos de mort simultània.
  4. M-ss რომელ-მან.
  5. M-ss შიდა-ქართლს.
  6. ქართლის ცხოვრება დასაბამით-გან მეათცხრამეტე საუკუნემდის, თარგმნილი და გამოცემული ღვაწლითა უ. ბროსე, წევრისა საიმპერატორო აკადემიისა მეცნიერებათა. ნაწილი პირველი. ძველი მოთხრობა, 1469 წლამდის ქრისტეს აქეთ: სანკტპეტრებურღს. 1849. გვერდი 48. იბ. მეათორმეტე მეფენი, ფარსმან და კაოს, ძენი ბარტოსი და ქართამისა, არშაკუნიანნი
  7. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“. გვ. 213, 214.