ფამფარა
ფამფარა (ლათ. Tragopogon) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ორ ან მრავალწლოვანი ბალახებია. შეიცავენ რძეწვენს.
ფამფარა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Tragopogon | ||||||||||||
|
150-ზე მეტი სახეობაა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში 14 სახეობაა, მათგან 5 საქართველოს ენდემია და 4 კავკასიისა; იზრდებიან ველებზე, დამლაშებულ ადგილებზე, მშრალ ფერდობებსა და სუბალპურ და ალპურ მდელოებზე.
ბევრი სახეობა კარგი საკვები და თაფლოვანი მცენარეა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 216.