ფამუქ-ქალე

(გადამისამართდა გვერდიდან ფამუქ ქალე)

ფამუქ-ქალე, ან ფამუქალე (თურქ. Pamukkale — „ბამბის ციხე") — თერმული წყლების ბუნებრივი საცავი თურქეთის დენიზლის პრონვიციაში, ტურისტული ღირსშესანიშნაობა.

ფამუქ-ქალე და იერაპოლისი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ტიპი შერეული
კრიტერიუმები i, iii, v, vii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 37°55′23″ ჩ. გ. 29°07′26″ ა. გ. / 37.92306° ჩ. გ. 29.12389° ა. გ. / 37.92306; 29.12389
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1988  (მე-12 სესია)
ნომერი 485
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

წყალი, რომელიც მთის ფერდობებიდან ჩამოდის ქმნის კირქვის ბუნებრივ ავზებსა და კედლებს. ქათქათა თეთრი ტერასები მთის ფერდობზე წარმოიქმნა კალციუმით გაჯერებული თერმული წყლების მარილების ნადებით. 1988 წელს ეს ადგილი იერაპოლისის ნანგრევებთან ერთად იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.

უძველესი ქალაქი იერაპოლისი თეთრი "ციხის" თავზე იყო აგებული. ეს არე სიგრძით 2700 მეტრია და 160 მ სიმაღლეზეა. მისი დანახვა შესაძლებელია ხეობის მოპირდაპირე ბორცვიდან ქალაქ დენიზლიდან, რომელიც მისგან 20 კმ-ით არის დაშორებული.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 485
ინგლ.რუს.ფრ.