ფალშირმიაგერი (გერმ. fallschirmjäger) — ლუფტვაფეს მედესანტეთა დანაყოფი 1935–1945 წლებში. ამ დანაყოფის წევრები ვერმახტის ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ სამხედრო დანაყოფად ითვლებოდნენ. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ფალშირმიაგერს კურტ შტუდენტი მეთაურობდა. მათ მრისხანე რეპუტაციას მოწმობს მოკავშირეების მიერ მათთვის შერქმებული სახელიც — „მწვანე ეშმაკები“.

ფალშირმიაგერი
გერმანელი მედესანტეები ნორმანდიაში
გერმანელი მედესანტეები ნორმანდიაში.
აქტიური 1935–1945
ქვეყანა ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
ტიპი მსუბუქი ქვეითები
მედესანტეები
ნაწილი ლუფტვაფე (საჰაერო ძალები)
მეტსახელი მწვანე ეშმაკები
ბრძოლები მეორე მსოფლიო ომი
მეთაურები
მოქმედი
მეთაური
რიხარდ ჰაიდრიხი
ჰერმან-ბერნჰარდ რამკე
ცნობილი
მეთაურები
კურტ შტუდენტი
გერმანელი მედესანტე MG 42 ტყვიამფრქვევით, საბჭოთა კავშირი, 1942 წელი.
გერმანელი მედესანტეები იტალიაში.

შეიარაღება და აღჭურვილობა

რედაქტირება

ამ ქვედანაყოფის ჯარისკაცები ვერმახტის დანარჩენი მებრძოლებისგან გამოირჩეოდნენ სტანდარტული შტალჰელმისგან განსხვავებული ჩაფხუტითა და უნიფორმით, რომელიც ომის შედარებით გვიანდელ წლებში კამუფლირებულიც იყო. მედესანტეთა შეიარაღებაში შედიოდა ვერმახტის საუკეთესო იარაღები: MP 40 ტიპის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები, StG 44 ტიპის საიერიშო შაშხანები, მაუზერის Kar98k ხელით გადასატენი შაშხანები, Gewehr 43 ნახევრადავტომატური შაშხანები და MG 42 ტყვიამფრქვევები. სპეციალურად ფალშირმიაგერისთვის შეიქმნა FG 42-ც. მედესანტეთა არსენალში ზოგჯერ უცხოური წარმოების (მაგალითად, იტალიური MAB 38 პისტოლეტ-ტყვიამრფქვევი) იარაღებიც იყო.

ფალშირმიაგერის წევრები M38 ტიპის ჩაფხუტებით.

გერმანელი მედესანტეები მსუბუქი ქვეითები იყვნენ, რაც მათ მობილურობასა და მოულოდნელობის ეფექტს ზრდიდა. მათი დესანტირება ხდებოდა მტრის ზურგში სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების დასაკავებლად, მოწინააღმდეგის კომუნიკაციებისა და მომარეგების დასაბრკოლებლად და მასშტაბური შეტევისას ვერმახტის ძირითადი ძალების დასახმარებლად. თუმცა ფალშირმიაგერის სუსტი მხარე იყო მტრის მძიმე ჯავშანტექნიკასა და კარგად გამაგრებულ პოზიციებთან დაპირისპირება. ამის მიუხედავად, მათი სწორი ტაქტიკური გამოყენება სერიოზულ დარტყმას აყენებდა მოწინააღდმეგეს.

ბრძოლები

რედაქტირება

ფალშირმიაგერის პირველი საბრძოლო დესანტირება 1940 წლის 9 აპრილს მოხდა, როცა ისინი დანია-ნორვეგიის ოკუპაციის ფარგლებში ჩაერთვნენ საბრძოლო ოპერაციებში. თუმცა მათი საბრძოლო ნათლობა უშუალოდ ნორვეგიის ოკუპაციისას შედგა, რადგან წინააღმდეგობა პირველად მათ ნორვეგიელებისგან შეხვდათ. გერმანელი მედესანტეები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ბელგიის, ნიდერლანდების, ბალკანეთის, კრეტის, აღმოსავლეთ ფრონტისა და შემდეგ დასავლეთ ფრონტის ოპერაციებში. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ალბათ, ბენიტო მუსოლინის გამოსახსნელად ჩატარებული სპეცოპერაციაა გრან სასოში. ასევე არანაკლებ ცნობილი ბრძოლა ფაშლირმიაგერის მონაწილეობით არის „ოპერაცია მერკური“ კუნძულ კრეტის ასაღებად, 1941 წელს, რომელშიც მედესანტეთა დანაყოფმა დიდი დანაკარგები განიცადა. მიუხედავად კრეტაზე საბოლოო გამარჯვებისა, ჰიტლერის თვალში ფალშირმიაგერს აღარ გააჩნდა მოულოდნელობის ეფექტი. ამის შემდეგ მან მედესანტეთა ფართომასშტაბიან დესანტირებებზე უარი თქვა და მათი გამოყენება დაიწყო, როგორც სახმელეთო ჯარებისა.

სამხედრო დანაშაული

რედაქტირება

ფალშირმიაგერის გახმაურებლი სამხედრო დანაშაულია 1941 წლის 2 ივნისს მომხდარი კონდომარის ხოცვა-ჟლეტა კუნძულ კრეტაზე ოპერაცია მერკურის დასასრულს. კრეტელთა მძიმე წინააღმდეგობის გამო, რომელმაც გერმანელთა დიდი დანაკარგები გამოიწვია, ვერმახტმა გადაწყვიტა კრეტის მოსახლეობის დასჯა. სადამსჯელო ოპერაცია ფალშირმიაგერმა ჩაატარა. შედეგად, სოფელ კონდომარში ოცდასამიდან სამოცამდე მამაკაცი დახვრიტეს. იმავე დღეს სოფელ კანდანოსის ასოთხმოცი მაცხოვებელი მოკლეს და სოფელი მიწასთან გაასწორეს.

გამოყენებული ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ailsby, Christopher (2000). Hitler’s Sky Warriors: German Paratroopers in Action, 1939–1945. Staplehurst, UK: Spellmount Limited.
  • Axelrod, Alan (2008). Real History Of World War II: A New Look at the Past. New York: Sterling Publishing Co Inc. p. 208. ISBN 978-1-4027-4090-9.
  • Forczyk, Robert (2008). Sevastopol 1942: Von Manstein’s Triumph. Osprey Publishing, Oxford. ISBN 978-1-84603-221-9.
  • Hodgin, John, E.German Paratroops in North Africa.
  • Lopez, Oscar Gonzalez. Fallschirmjager at the Gran Sasso: The Liberation of Mussolini by the German parachutist on 12 September 1943.
  • Mitcham, Samuel W. (2007). German Order of Battle, Volume Two: 291st–999th Infantry Divisions, Named Infantry Divisions, and Special Divisions in WWII. Mechanicsburg, PA, United States: Stackpole Books.
  • McNab, Chris. The Fall of Eben Emael Belgium 1940.
  • McNab, Chris. German Paratroopers.
  • Sutherland, Jon & Canwell, Diane. Fallschirmjager: Elite German Paratroops in World War Two. Pen & Sword Military. ISBN 978-1-84468-889-0.