ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

StG 44 (გერმ.Sturmgewehr 44) — გერმანული საიერიშო შაშხანა სროლის რეჟიმის გადამრთველით, რომელიც შემუშავდა მეორე მსოფლიო ომის დროს ჰუგო შმაისერის მიერ. შაშხანა ასევე ცნობილია მისი ადრინდელი სახელებით: MP 43 და MP 44. StG 44 არის უფრო ადრინდელი Maschinenkarabiner 42(H)-ის გაუმჯობესებული ვარიანტი. ის იყენებს 7.92×33მმ kurz ("მოკლე") ვაზნებს, რომლებიც ვერმახტის სტანდარტული 7.92×57მმ მაუზერის ვაზნების დამოკლებული ვარიანტია.

Sturmgewehr 44

StG 44
ტიპი საიერიშო შაშხანა
წარმომავლობის ქვეყანა ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 1943–1945 (ნაცისტური გერმანია)
1949–1962 (აღმოსავლეთი გერმანია)
1943–დღემდე (სხვა ქვეყნებში)
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი ჰუგო შმაისერი
შექმნის თარიღი 1938–1943
მწარმოებელი C. G. Haenel Waffen und Fahrradfabrik
CITEDEF
Steyr-Daimler-Puch
წარმოების პერიოდი 1943–1945
რაოდენობა 425,977
ვარიანტები MKb 42(H)
MKb 42(W)
MP 43
MP 43/1
MP 44
მახასიათებლები
წონა 5.13
სიგრძე 94
ლულის სიგრძე 42 მმ

ვაზნა 7.92×33მმ Kurz
მუშაობის პრინციპი გაზზე მომუშავე,დახრადი ჭანჭიკი,სროლის რეჟიმის ცვლით
სროლის ტემპი ~500-600 ვაზნა/წუთი
ჭურვის/ტყვიის საწყისი სიჩქარე 685 მ/წმ
დამიზნების მანძილი 300 ავტომატური რეჟიმით
600 ნახევრადავტომატური რეჟიმით
დატენვის სისტემა 30 ვაზნიანი მჭიდი
სამიზნეები რკინის სამიზნე ან ოპტიკა(ზოგიერთ ვარიანტზე)
გერმანელი ქვეითი, შეიარაღებული StG 44-ით, გამოწყობილი კამუფლირებულ ტანსაცმელსა და მასხალათიან კეპში, 1944 წლის ივლისი.

StG 44 იყო პირველი წარმატებული ავტომატური საიერიშო შაშხანა მსოფლიოში, რომლის მახასიათებლებს წარმოადგენდა საშუალო კალიბრის ვაზნა, რეგულირებადი სროლის რეჟიმი (ერთეულოვანი და ჯერით გასროლა), მაღალი საცეცხლე სიხშირე და ეფექტურობა რამდენიმე ასეულ მეტრზე მყოფ სამიზნეზე. სხვა შაშხანები იმ პერიოდში გათვლილი იყო ათას მეტრზე შორს მყოფ სამიზნეზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მანძილი სინამდვილეში უფრო დიდი იყო, ვიდრე ნამდვილი ბრძოლის დროს იყო საჭირო.

StG 44-მა თავისი მოვალეობა კარგად და ეფექტურად შეასრულა, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ფრონტზე, ის ჯარისკაცს მაღალ საცეცხლე სიხშირესა და ინტენსივობას აძლევდა ადრინდელ შაშხანებთან შედარებით. StG 44-მა დიდი გავლენა იქონია საბჭოთა AK-47-ზე, რომელიც ომის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა. StG-ის გავლენა დღესაც იგრძნობა მსოფლიოში არსებულ თანამედროვე საიერიშო ავტომატურ შაშხანებზე, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ გლობალურ სტანდარტად იქცა.

აღწერილობა

რედაქტირება

MP 43, MP 44 და StG 44 განსხვავებული სახელებია, თუმცა ისინი ძირითადად ერთსა და იმავე შაშხანას ეწოდება, სხვაობა მხოლოდ მცირე დეტალებში იყო. StG 44 აერთიანებდა კარაბინის, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისა და ავტომატური შაშხანის მახასიათებლებს. StG აბრევიატურაა სიტყვა „Sturmgewehr“-ის, რაც გერმანულიდან ითარგმნება, როგორც საიერიშო იარაღი. არსებობს ცნობები, რომ ეს სახელი იარაღს პირადად ადოლფ ჰიტლერის სურვილით დაერქვა პროპაგანდის მიზნით. თუმცა, ასევე არის წყაროები, რომლებიც ამბობს, რომ ამ ავტომატური შაშხანის სახელთან ჰიტლერს საერთო არაფერი აქვს, გარდა იმისა, რომ მან ბრძანებაზე ხელი მოაწერა. გერმანელთა მიერ Sturmgewehr 44-ის შეიარაღებაში მიღების შემდეგ შაშხანის სახელის ინგლისური თარგმანი „assault rifle“ გახდა მსოფლიოში მიღებული კლასიფიკაცია ამ ტიპის შაშხანებისთვის. StG 44-ის წარმოების პროცესში იარაღმა მცირე ცვლილებები განიცადა, თუმცა არსებითი სხვაობა არაფერი იყო (შეიცვალა კონდახის ბოლო, რკინის სამიზნის ფორმა და ა.შ.).

 
გერმანელი სამხედრო MP 43/1 ვარიანტით, რომელსაც ოპტიკა უყენია, 1943 წლის ოქტომბერი.

7.92×33 მმ-იანი ვაზნებითა და ცვლადი სროლის რეჟიმით StG 44 წარმოადგენდა კომპრომისს ახლო მანძილზე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის კონტროლირებად ცეცხლსა და Karabiner 98k-ის სიზუსტესა და სიმძლავრეს შორის საშუალო მანძილზე.

მოკავშირეების დამოკიდებულება StG 44-ის მიმართ არაერთგვაროვანი იყო. ამ იარაღის მიმართ ბრიტანელები კრიტიკული იყვნენ, ისინი ამბობდნენ, რომ იარაღის საკეტი ადვილად შეიძლებოდა გაჭედილიყო მხოლოდ და მხოლოდ ავტომატის მაგარ იატაკზე დაგდებითაც კი. გვიანდელი ომისდროინდელი ამერიკული შეფასება გერმანულ ავტომატურ შაშხანას ახასიათებდა, როგორც „საშუალო დონის“, „ზედმეტად დიდ“ და „მოუხერხებელ“ იარაღს, რომელსაც არ შეეძლო ხანგრძლივად ესროლა ავტომატურ რეჟიმში და მიდრეკილი იყო გაჭედვისკენ. თუმცა მოხსენება აქვე ამბობს, რომ StG 44-ის სიზუსტე იყო „შესანიშნავი თავისი ტიპის იარაღისთვის“.

ზეგავლენა

რედაქტირება

StG 44 პირველი საიერიშო შაშხანა იყო მსოფლიოში, რომელიც ფართოდ მიიღეს შეიარაღებაში და მასიურად იწარმოებოდა. მისი დიდი გავლენა იგრნობოდა ჯერ AK-47-სა და შემდეგ იუჯინ სტოუნერის ამერიკულ M16-სა და მის ვარიანტებში. საბჭოთა კავშირმა მალევე აითვისა საიერიშო შაშხანის კონცეფცია, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, AK-47-ში აისახა. მანამდე ამერიკელებმა კი 1944 წელს M1 კარაბინს ავტომატური სროლის რეჟიმი დაუმატეს და გამოუშვეს, როგორც M2 კარაბინი 30 ვაზნიანი მჭიდებით. ხოლო არსებული M1-ების M2-ად გადასაკეთებლად სპეციალური ინსტრუმენტული ნაკრებები რიგდებოდა.

საბოლოო ჯამში, StG 44-მა სათავე დაუდო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების უფრო ძლიერ ალტერნატივას — ავტომატურ საიერიშო შაშხანებს, რომლებიც პისტოლეტის ვაზნასთან შედარებით უფრო ძლიერ და შორ მანძილზე მოქმედ საბრძოლო შაშხანების კალიბრის ვაზნებს ავტომატური რეჟიმით ისროდა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მოყოლებული მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ავტომატური საიერიშო შაშხანები წამყვანი და ყველაზე გავრცელებული იარაღებია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Sturmgewehr 44 (StG44) D1854/3 Manual.
  • Bishop, Chris (1998), The Encyclopedia of Weapons of World War II, New York: Orbis Publishing Ltd.
  • McNab, Chris. German Automatic Rifles 1941-1945: Gew 41, Gew 43, FG 42, StG 44. Osprey Publishing. pp. 69–72.
  • Military Small Arms of the 20th Century, 7th Edition, Ian V. Hogg, page 243.
  • Rottman, Gordon (January 2012). The AK-47: Kalashnikov-series assault rifles. Osprey Publishing. p. 9.
  • McNab, Chris (March 20, 2013). Bujeiro, Ramiro; Gilliland, Alan (eds.). German Automatic Rifles 1941–45: Gew 41, Gew 43, FG 42 and StG 44. London: Bloomsbury Publishing. p. 80.
  • Shore, C. (Capt.), With British Snipers to the Reich, Samworth Press, 1948.
  • Tactical and Technical Trends, U.S. War Department, No. 57, April 1945.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/StG_44“-დან