Karabiner 98 kurz („კარაბინი 98 მოკლე“) — გერმანული მაუზერის შაშხანა ხელით გადასატენი გრძივმოძრავი საკეტით, რომელიც იყენებს 7.92×57მმ მაუზერის ვაზნებს. გვხვდება სხვადასხვა აბრევიატურებით, როგორიცაა: Karabiner 98k, Kar98k ან K98k. 1935 წლის 21 ივნისს ვერმახტმა ის შეიარაღებაში მიიღო. მიუხედავად მოგვიანებით ნახევრად და სრულად ავტომატური შაშხანების გამოშვებისა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, Karabiner 98k მაინც დარჩა ყველაზე გამოყენებად და გავრცელებულ იარაღად გერმანელ ჯარისკაცებს შორის 1945 წლამდე, ომის დასრულებამდე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას ამ შაშხანის მილიონობით ეგზემპლარი საბჭოელებმა ჩაიგდეს ხელში და შემდგომ, ცივი ომის პერიოდში, მრავალ პროსაბჭოთა ქვეყანას გაუგზავნეს ის სამხედრო დახმარების სახით. Karabiner 98k დღესაც განაგრძობს სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტში გამოჩენას.

Karabiner 98 kurz
ტიპი შაშხანა ხელით გადასატენი გრძივმოძრავი საკეტით
წარმომავლობის ქვეყანა ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 1935-დღემდე
წარმოების ისტორია
შექმნის თარიღი 1935
მწარმოებელი Mauser
წარმოების პერიოდი 1935–1945
რაოდენობა 14,600,000+
მახასიათებლები
წონა 3.7–4.1
სიგრძე 1,110
ლულის სიგრძე 600 მმ

ვაზნა 7.92×57 მმ მაუზერი
მუშაობის პრინციპი ხელით გადასატენი გრძივმოძრავი საკეტი
ჭურვის/ტყვიის საწყისი სიჩქარე 760 მ/წმ
დამიზნების მანძილი 500 რკინის სამიზნით
≥1,000 სნაიპერული ოპტიკით
დატენვის სისტემა 5 ვაზნიანი სავაზნე მჭერი, შიდა მჭიდი
სამიზნეები რკინის სამიზნე ან სნაიპერული ოპტიკა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bishop, Chris (1998). The Encyclopedia of Weapons of World War II. New York: MetroBooks. p. 216.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Karabiner_98k&oldid=4556149“-დან