უჩალი (რუს. Учалы; ბაშკ. Учалы) — ქალაქი ბაშკირეთში. მდებარეობს რესპუბლიკის აღმოსავლეთში, ურალის სამხრეთ ნაწილში. 2010 წლის აღწერის მიხედვით მისი მოსახლეობა შეადგენდა 37,788 ადამიანს.

ქალაქი
უჩალი
რუს. Учалы
ბაშკ. Учалы
Площадь им. Ленина, филармония (город Учалы).JPG
ლენინის სახელობის მოედანი უჩლში
დროშა გერბი
Flag of Uchaly (Bashkortostan).png Uchaly COA.gif

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი ბაშკირეთი
კოორდინატები 54°18′00″ ჩ. გ. 59°26′00″ ა. გ. / 54.30000° ჩ. გ. 59.43333° ა. გ. / 54.30000; 59.43333
დაარსდა 1955
პირველი ხსენება მე-19 საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1955
ფართობი 46 კმ²
ცენტრის სიმაღლე 540 მეტრი
მოსახლეობა 37,788 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+5
სატელეფონო კოდი 34791
საფოსტო ინდექსი 453700–453703
ოფიციალური საიტი http://uchaly-102.ru/
უჩალი — რუსეთი
უჩალი
უჩალი — ბაშკირეთი
უჩალი

ეტიმოლოგიარედაქტირება

ბაშკირულ ენაზე უჩალდი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც შურისძიება. ლეგენდის მიხედვით XIV საუკუნის ბოლოს დღევანდელი ქალაქის მიდამოებში თემურლენგმა დაამარცხა თოხთამიში დამისი მომხრე მომთაბარე ბაშკირები. სხვა თეორიის მიხედვით ქალაქს მის ახლოს მდებარე ტბების დიდი უჩალის და პატარა უჩალის მიხედვით ჰქვია სახელი. სხვა და სხვა თეორიებია ტბების სახლებთან დაკავშირებითაც, ერთ-ერთი მათგანის მიხედვით სახელი ეწოდათ ძველი ბაშკირული სიტყვის იუშა-ს მიხედვით, რომელიც ქვიშის და თიხის ფერის დიაპაზონს აღნიშნავს. მეორე ვერსიის მიხედვით ქალაქის დასახელება მოდის იასპის ბაშკირული სახელიდან, რომლის საბადოებიც ურალის ტერიტორიაზე მრავლადაა. არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომ სახელი მოდის თათრული სიტყვა აჩული-დან რაც გაბრაზებულს აღნიშნავს.

ეკონომიკარედაქტირება

ქალაქის უდიდესი წარმოებაა მადნის გადამამუშავებელი ქარხანა - ურალის სამთო მომპოვებელი და მეტალურგიული კომბინატი, რომელიც რუსეთში თუთიის მნიშვნელოვანი მწარმოებელია.

დემოგრაფიარედაქტირება

2010 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში 37,788 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ეთნიკური შემადგენლობა შემდეგია:

  1. ბაშკირები: 50.2%
  2. რუსები: 26.6%
  3. თათრები: 20.9%
  4. სხვა: 2.3%

განათლებარედაქტირება

ქალაქში არის: ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი, სამთო საქმისა და მეტალურგიის კოლეჯი, ხელოვნებისა და კულტურის კოლეჯი.

გალერეარედაქტირება

უჩლის პანორამა

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება