უჩალის მეჩეთი
უჩალის მეჩეთი — მეჩეთი ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ უჩალში, რუსეთის ფედერაცია[1].
უჩალის მეჩეთი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | ისლამი |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | ბაშკირეთი |
ადგილმდებარეობა | უფა |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | მოდერნისტული |
თარიღდება | 1990 |
ისტორია
რედაქტირება1994 წელს ქალაქ უჩალის მუსულმანური რელიგიური ორგანიზაციის ინიციატივითა და უჩალის სამთო-გადამამუშავებელი კომბინატისა და კერძო პირების შემოწირულობით ააგეს უჩალის მეჩეთი. მეჩეთი იმყოფება ბაშკირეთის რესპუბლიკის მუსულმანთა სასულიერო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში და მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.
არქიტექტურული თვალსაზრისით მეჩეთი რთული დაგეგმარების ორსართულიანი ნაგებობაა, რომლის ერთი მინარეთის სიმაღლეც შეადგენს 27 მეტრს. მინარეთი ერთიარუსიანია და მიშენებულია მეჩეთის შენობაზე.
მეჩეთში ორი სამლოცველო დარბაზია. მისი კედლები დაფარულია გამონათქვამებით ყურანიდან და გაფორმებულია ბაშკირული ორნამენტებით.
უჩალის მეჩეთში მუშაობს არაბული ენის შემსწავლელი კურსები. ასწავლიან ისლამის საფუძვლებს ბავშვებსა და მოზარდებს.
ქალაქ უჩალის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ ბაშკირები, რის გამოც ქალაქში აგებულია სხვა მეჩეთიც. მეორე მეჩეთი აგებულია ქალაქის გარეუბანში. აღნიშნული მეჩეთი ატარებს ზაინულა იშანის სახელს[2]. ზაინულა იშანის სახელობის მეჩეთს აქვს სამი მინარეთი, რომელთაგანაც ერთ-ერთის სიმაღლე 20 მეტრს შეადგენს.
იმამ-ხათიბები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Башкирская энциклопедия - Башкирская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-04. ციტირების თარიღი: 2016-12-20.
- ↑ http://islamcenter.ru/?item=868