უღვირი
უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
უღვირი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს უღვირ-ზაგარის ქედზე, ზემო სვანეთში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1922 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, მერგელებითა და კირქვებით. უღვირზე გადადის საავტომობილო გზა მესტიიდან უშგულისკენ. დამახასიათებელია მთა-ტყის (წიწვიანი) ლანდშაფტი. შემორჩენილია ძველი გამყინვარების კვალი.
უღვირი | |
---|---|
უღვირი | |
კოორდინატები: 43°01′46″ ჩ. გ. 42°49′32″ ა. გ. / 43.02944° ჩ. გ. 42.82556° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1922 მ |
ქედი | უღვირ-ზაგარის ქედი |
გამავალი გზა | საავტომობილო გზა მესტიიდან უშგული |
ამგებელი ქანები | იურული თიხაფიქალი, ქვიშაქვა, მერგელი და კირქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარგველანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 194.