უტუ თოდუა
უტუ თოდუა — სამეგრელოს 1857 გლეხთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. სამართლიანობისათვის ხალხი "მართალიას" უწოდებდა. მეთაურობდა სალიპარტიანოს და მდინარე ხობისწყლისა და მდინარე ცხენისწყლის მიდამოებში მოქმედ სახალხო ლაშქარს. აჯანყების დამარცხების შემდეგ კოსტრომაში გადაასახლეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლემონჯავა დ., გლეხთა აჯანყება სამეგრელოში 1856-1857, თბ., 1957;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 689.