ურმია
(გადამისამართდა გვერდიდან ურმიის ტბა)
ურმია[1] (სპარს. دریاچه ارومی) — გაუდინარი მლაშე ტბა ირანის ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს სომხეთის მთიანეთზე, ზღვის დონიდან 1275 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 5200 კმ². მაქსიმალური სიგრძე 140 კმ, სიგანე 55 კმ. საშუალო სიღრმე 5 მ, მაქსიმალური 16 მ. ტბაში 102 კუნძულია. მათი დიდი ნაწილი ტბის სამხრეთ ნაწილშია. თევზი არ გვხვდება. ბინადრობს კიბოსნაირნი. განვითარებულია ნაოსნობა. ტბის სიახლოვესაა ქალაქი ურმია. 1930-იანი წლებიდან 1970-იანი წლების ბოლომდე ტბას „რეზაიე“ ერქვა ირანის შაჰ რეზა-შაჰ ფეჰლევის პატივსაცემად.
ურმია | |
---|---|
ტბის ფოტოსურათი კოსმოსიდან, 1984 წლის ოქტომბერი | |
კოორდინატები: 37°42′ ჩ. გ. 45°19′ ა. გ. / 37.700° ჩ. გ. 45.317° ა. გ. | |
მდებარეობა | ირანი |
ტერიტორიული ერთეული | აღმოსავლეთი აზერბაიჯანის ოსტანი დასავლეთი აზერბაიჯანის ოსტანი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1275 მ |
სიგრძე | 140 კმ |
სიგანე | 55 კმ |
ფართობი | 5200 კმ² |
საშუალო სიღრმე | 5 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 16 მ |
აუზის ფართობი | 50 000 კმ² |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ურმია — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ურმია — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 177.