ურბნისის ქუჩა
ურბნისის ქუჩა — ქუჩა თბილისში,მდებარეობს ისნის რაიონში (ავლაბარი); ღვინის აღმართიდან ისნის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თავდაპირველად — ციხის, შემდეგ მაცხოვრის ქუჩა ერქვა. შეტანილია 1903 წელს თბილისის გამგეობის მიერ შედგენილ ქუჩების სიაში. 1923 წელს ურბნისის ქუჩა ეწოდა. ქუჩაზე არის ერეკლე II-ის მეუღლის დარეჯანის სასახლის კომპლექსი „საჩინო“ (XVIII საუკუნე, გადაკეთებულია XIX საუკუნეში), ციხის გალავნის ნაშთი (XVII საუკუნეში).
ურბნისის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისნის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ავლაბარი |
წინა სახელები | ციხის ქუჩა, მაცხოვრის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 174, ISBN 978-99928-20-35-3.