უორენ სპექტორი
უორენ სპექტორი (ინგლ. Warren Evan Spector; დ. 2 ოქტომბერი 1955[1], ნიუ-იორკი) — ამერიკელი ვიდეო თამაშების დიზაინერი. ცნობილი არის როლური თამაშის, პირველი პირის მსროლელისა და სათავგადასავლო ჟანრის თამაშების შექმნით[2], მათ შორის ისეთი განთქმული თამაშის, როგორიც არის „Deus Ex“[3]
უორენ სპექტორი | |
---|---|
უორენ სპექტორი 2023 წლის | |
დაბადების სახელი | უორენ ევან სპექტორი |
დაბადების თარიღი |
2 ოქტომბერი, 1955 ნიუ-იორკი, აშშ |
რეზიდენცია | ტეხასი, ოსტინი |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | ვიდეო თამაშების დიზაინერი |
მეუღლე(ები) | კეროლინ სპექტორი (1987-დან დღემდე) |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებასპექტორი გაიზარდა მანჰეტენში. 13 წლის ასაკში გადაწყვიტა გამხდარიყო ფილმების კრიტიკოსი. საშუალო სკოლაში სწავლისას მის ინტერესთა სფეროს შეემატა ავტომობილები და კალათბურთი[1]. აგრეთვე, კოლეჯში სწავლის პერიოდში სპექტორი გატაცებული იყო სხვადასხვა სამაგიდო თამაშებით.
კარიერა
რედაქტირებასანამ უორენი დაკავდებოდა ვიდეო თამაშების შექმნით, მუშაობდა სამაგიდო როლური თამაშების შემქმნელად Steve Jackson Games-სა და TSR Inc-ში. მოგვიანებით მან დაიწყო თამაშების შექმნა Origin Systems-ისა და Looking Glass Studios-სთვის. ამ კომპანიებში მუშაობის პერიოდში შექმნა შემდეგი თამაშები: „System Shock“, „Ultima Underworld I“, „II“ და „Thief: The dark Project“.
1997 წელს იგი სათავეში ჩაუდგა Ion Strom-ს, სადაც შეიმუშავა: „Deus Ex“, '„'Deus Ex: Invisible War“, და „Thief: Deadly Shadows“. 2004 წელს სპექტორმა დატოვა Ion Storm.
2005 წელს უორენმა დააარსა ახალი სტუდია Junction Point Studios, რომელიც 2007 წელს შეძენილი იქნა Disney Interactive მიერ. სტუდიამ გამოუშვა თამაში სახელწოდებით „Epic Mickey“ (2010 წელს გამოუშვეს Wii-სთვის). 2013 წელს ცნობილი გახდა, რომ Disney Interactive-მა დახურა სტუდია და უორენ სპექტრომა, რომელიც ასევე იყო Disney Interactive-ის ვიცე-პრეზიდენტი, დატოვა კომპანია. [4]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1984 წელს უორენი ოსტინში, ტეხასის შტატში, წიგნების მაღაზიაში შეხვდა მომავალ მეუღლეს, კეროლინს. 1987 წლის 11 აპრილს ისინი დაქორწინდნენ.
წყვილი ცხოვრობს ოსტინში. კეროლინი არის მწერალი.
ვიდეო თამაშები
რედაქტირება- „Wing Commander“ (1990), Origin Systems
- „Wing Commander: The Secret Missions“ (1990), Origin Systems
- „Ultima VI: The False Prophet“ (1990), Origin Systems
- „Bad Blood“ (1990), Origin Systems
- „Wing Commander II: Vengeance of the Kilrathi“ (1991), Origin Systems
- „Wing Commander: The Secret Missions 2 - Crusade“ (1991), Origin Systems
- „Ultima: Worlds of Adventure 2: Martian Dreams“ (1991), Origin Systems
- „Ultima Underworld: The Stygian Abyss“ (1992), Origin Systems
- „ShadowCaster“ (1993), Origin Systems[5]
- „Ultima Underworld II: Labyrinth of Worlds“ (1993), Origin Systems
- „Wing Commander: Privateer - Righteous Fire„ (1993), Origin Systems
- „Ultima VII Part Two: Serpent Isle“ (1993), Origin Systems
- „Ultima VII Part Two: The Silver Seed“ (1993), Electronic Arts
- „Wings of Glory“ (1993), Electronic Arts
- „System Shock“ (1994), Looking Glass Technologies
- „CyberMage: Darklight Awakening“ (1995), Origin Systems
- „Crusader: No Remorse“ (1995), Origin Systems
- „Thief: The Dark Project“ (1998), Looking Glass Studios
- „Deus Ex“ (2000), Ion Storm Austin
- „Deus Ex: Invisible War“ (2003), Ion Storm Austin
- „Thief: Deadly Shadows“ (2004), Ion Storm Austin
- „Epic Mickey“ (2010), Disney Interactive Studios
- „Epic Mickey 2: The Power of Two“ (2012), Disney Interactive Studios
- „Underworld Ascendant“ (TBC
), OtherSide Entertainment
- „System Shock 3“ (TBC
), OtherSide Entertainment
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Junction Point Studios, Inc., ოფიციალური საიტი დაარქივებული 2021-04-12 საიტზე Wayback Machine.
- უორენ სპექტორი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ინტერვიუ დაარქივებული 2007-10-11 საიტზე Wayback Machine. Eurogamer-ზე
- უორენ სპექტორი საიტზე MobyGames
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 „TSR Profiles“. Dragon. Lake Geneva, Wisconsin: TSR, Inc. (#123): 88. ივლისი, 1987. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=
-ში (დახმარება) - ↑ Spector, Warren. Deus Ex postmortem. Gamasutra.
- ↑ Spector, Warren. Postmortem: Ion Storm's Deus Ex. gamasutra.com.
- ↑ Lenta.ru: Культура: «Дисней» закрыл студию Уоррена Спектора. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-11. ციტირების თარიღი: 2013-02-01.
- ↑ Warren Spector's Master Class Interview No. 8 with Tim Willits (University of Texas, October 29, 2007)