ულუთაუ
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალყარეთში
ულუთაუ (რუს. Уллу-тау) — მთა საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის თხემზე, ლეხზირის მყინვარის ჩრდილოეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 4198 მ. ულუთაუ აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.
ულუთაუ | |
---|---|
კოორდინატები: 43°10′24″ ჩ. გ. 42°49′28″ ა. გ. / 43.173528° ჩ. გ. 42.824639° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 4198 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ლანდშაფტი | ნივალური |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდი |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 140.