ულტრაბგერითი თერაპია

ულტრაბგერითი თერაპიაულტრაბგერის გამოყენება სამკურნალო მიზნით; ფიზიოთერაპიის მეთოდი. მედიცინაში იყენებენ 800–900 კჰც სიხშირის რხევებს. ულტრაბგერის ფიზიოლოგიურ მოქმედებას საფუძვლად უდევს მექანიკური და სითბური ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ფიზიკურ და ქიმიურ ცვლილებებს ცოცხალ ორგანიზმში. ქსოვილებისა და ორგანოების რეაქცია დამოკიდებულია ულტრაბგერის ინტენსივობასა და ზემოქმედების ხანგრძლივობაზე. ულტრაბგერით თერაპიას იყენებენ ნევრალგიის, რადიკულიტის, სახსრების, კანის, გინეკოლოგიური, ანთებითი დაავადებების, თვალის ზოგიერთი დაავადების დროს. ხოლო სიმსივნის, მწვავე ინფექციის, გულ-სისხლძარღვთა მკაფიოდ გამოხატული დარღვევების შემთხვევაში ულტრაბგერის ზემოქმედება არ არის რეკომენდებული.

ლიტერატურა

რედაქტირება