ულან-დაბანი, ჰუმბოლდტის ქედი — ქედი ჩინეთში, ნანშანის სისტემაში. გადაჭიმულია დაახლოებით 250 კმ-ზე, სიმაღლე 5300-5400 მ. გარემომცველი პლატოდან ამაღლებულია 1000-2000 მ-ით. სუსტად არის დანაწევრებული. უღელტეხილების სიმაღლეა 4000 მ. გვხვდება მყინვარები. უმეტესწილად აგებულია დანალექი ქანებით. გავრცელებულია ცივი უდაბნოების მცენარეულობა. სახელი უწოდა რუსმა მოგზაურმა ნიკოლოზ პრჟევალსკიმ გერმანელი მეცნიერის ალექსანდერ ჰუმბოლდტის პატივსაცემად.

ულან-დაბანი
კოორდინატები: 39°01′ ჩ. გ. 95°30′ ა. გ. / 39.017° ჩ. გ. 95.500° ა. გ. / 39.017; 95.500
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
სიმაღლე 5400 
სიგრძე 250 კმ
ულან-დაბანი — ჩინეთი
ულან-დაბანი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება