უკრაინა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

უკრაინის დებიუტი 2003 წლის ევროვიზიაზე იყო. უკრაინის პირველი წარმომადგენლები ალექსანდრე პონომარიოვი იყო. სიმღერით „Hasta La Vista“ მან მე-12 ადგილი დაიკავა. შემდეგი წარმომადგენელი იყო რუსლანა სიმღერით "Wild Dances". ზუსტად ამ სიმღერამ მოუტანა გამარჯვება და უკრაინა გახდა დსთ-დან პირველი ქვეყანა, სადაც ჩატარდა ევროვიზია. 2005 წლის ევროვიზია კიევში ჩატარდა. ამ კონკურსში მასპინძელმა-ქვეყანამ მე-19, ყველაზე დაბალი უკრაინისთვის, დაიკავა. უკრაინის შემდეგი წარმომადგენელი ტინა კაროლი იყო. მან მე-7 ადგილი დაიკავა, და რადგან ათეულში შევიდა, უკრაინის 2007 წლის წარმომადგენელი ვერკა სერდუჩკა ავტომატურად ჩაირთო ფინალში. მან მე-2 ადგილი დაიკავა, მაგრამ მისმა ტიპაჟმა[1] და სიმღერა „Dancing Lasha Tumbai“ სიტყვებმა[2] დიდი სკანდალი ატეხეს ჯერ მის სამშობლოში, შემდეგ კი რუსეთში. 2008 წლეს უკრაინის წარმომადგენელად აირჩიეს ანი ლორაკი. მისი კანდიდატურა თვით ვიქტორ იუშენკოსა და იულია ტიმოშენკოს მოეწონა[3]. ანი ლორკმა მე-2 ადგილი მოუტანა, მაგრამ პოლიტიკოსებმაც კი დაადანაშაულეს ევროვიზიის ორგანიზატორებს რეზულატეტების გაყალბებაში[4]. მოსკოვში 2009 წლის ევროვიზიაზე უკრაინამ წარადგინა სვეტლანა ლობოდა სიმღერით „Be My Valentine“.

უკრაინა

ტელეკომპანია უეტ
მონაწილეობის რაოდენობა 7
დებიუტი 2003
უმაღლესი შედეგი მოგება: 2004
ყველაზე დაბალი რესულტატი მე-19: 2005


რუსლანა, 2004 წლის ევროვიზიის გამარჯვებული
ვერკა სერდუჩკა ჰელსინკიში (2007)
ანი ლორაკი ბელგრადში (2008)
სვეტლანა ლობოდა მოსკოვში (2009)

მოანწილეები

რედაქტირება
წელი ქულა (½) ადგილი (½) ქულა) ადგილი შემსრულებელი სიმღერა
2003 30 14 ალექსანდრე პონომარიოვი Hasta La Vista
2004 256 2 280 1 რუსლანა Wild Dances
2005 30 19 გრინჯოლები Разом нас багато
2006 146 7 145 7 ტინა კაროლი Show Me Your Love
2007 235 2 ვერკა სერდუჩკა Dancing Lasha Tumbai
2008 152 1 230 2 ანი ლორაკი Shady Lady
2009 80 6 76 12 სვეტლანა ლობოდა Be My Valentine

საშუალო ადგილი: 8

ხმის მიცემის ისტორია (2003-2009)

რედაქტირება

უკრაინამ მისცა ყველაზე მეტი ქულა...

ქვეყანა ქულა
1   რუსეთი 68
2   ნორვეგია 34
3   მოლდოვა 26
4   სომხეთი 22
5   აზერბაიჯანი 20

უკრაინამ მიიღო ყველაზე მეტი ქულა...

ქვეყანა ქულა
1   პოლონეთი 72
2   პორტუგალია 59
3   რუსეთი 50
4   ლატვია 44
5   ისრაელი 42

მასპინძლობდა

რედაქტირება
წელი მდებარეობა ადგილი წამყვანები
2005   კიევი სპორტის სასახლე მარია ეფროსინინა და პავლო შილკო
  1. ანდრეი დანილკო ქალის ტიპაჟი აქვს და იმიტომაც იგი ტრანსვესტიტია
  2. სიმღერის სიტყვები ჰგავს სიტყვებს "Russia Goodbye", რაც ”მშვიდობით, რუსეთო” ნიშნავს. რუსეთში ეს უკრაინის პროვოკაციად ჩათვალეს, და ანდრეი დანილკო პრესნონა-ნონგრატად აღიარეს.
  3. ანი ლორაკი 20 წლიდან უკრაინის სახალხო არტისტია.
  4. ანი ლორაკის ჩამოსვლისას იულია ტიმოშენკომ მოულოცა მას გამარჯვება (გამარჯვებული კი დიმა ბილანია) და თქვა, რომ ევროპამ ვერ შეეგუა უკრაინის მე-2 გამარჯვებას Новотека.RU[მკვდარი ბმული] (რუსული)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება