უილიამ გლადსტონი
უილიამ ევარტ გლადსტონი (ინგლ. William Ewart Gladstone; დ. 29 დეკემბერი, 1809 — გ. 19 მაისი, 1898) — ბრიტანელი პოლიტიკოსი, ოთხგზის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი (1868-1874, 1880-1885, 1886 და 1892-1894 წლებში), ასევე ოთხგზის ფინანსთა მინისტრი (1853-1855, 1859-1866, 1873-1874, და 1880-1882 წლებში). უილიამ გლადსტონი ერთადერთი ბრიტანელი პოლიტიკოსია, რომელსაც პრემიერ-მინისტრად ოთხგზის უმსახურია. გლადსტონი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან საბოლოოდ 1894 წელს, 84 წლის ასაკში გადადგა, რითაც მან ბრიტანეთის ყველაზე ხანდაზმული პრემიერის ტიტული დაიმსახურა.
უილიამ გლადსტონი William Gladstone | |
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 აგვისტო, 1892 – 2 მარტი, 1894 | |
მონარქი | ვიქტორია |
წინამორბედი | მარკიზი სოლსბერი |
მემკვიდრე | გრაფი როსბერი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 თებერვალი, 1886 – 20 ივლისი, 1886 | |
მონარქი | ვიქტორია |
წინამორბედი | მარკიზი სოლსბერი |
მემკვიდრე | მარკიზი სოლსბერი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 აპრილი, 1880 – 9 ივნისი, 1885 | |
მონარქი | ვიქტორია |
წინამორბედი | ბენჯამინ დიზრაელი |
მემკვიდრე | მარკიზი სოლსბერი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 დეკემბერი, 1868 – 17 თებერვალი, 1874 | |
მონარქი | ვიქტორია |
წინამორბედი | ბენჯამინ დიზრაელი |
მემკვიდრე | ბენჯამინ დიზრაელი |
დაბადებული | 29 დეკემბერი, 1809 ლივერპული, დიდი ბრიტანეთი |
გარდაცვლილი | 19 მაისი, 1889 (79 წლის) ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
ეროვნება | ბრიტანელი |
პოლიტიკური პარტია | კონსერვატორი პილისტი ლიბერალი |
მეუღლე | კატერინე გლინ-გლადსტონი |
რელიგია | ანგლიკანი |
ხელმოწერა |
გლადსტონის პოლიტიკური კარიერა პარლამენტის წევრობით დაიწყო 1832 წელს. თავდაპირველად გლადსტონი უმაღლესი კონსერვატორი იყო, თუმცა სერ რობერტ პილის კაბინეტში მსახურობის პერიოდში იგი უფრო ლიბერალური გახდა. 1846 წელს პილმა და კონსერვატიული პარტიის ერთმა ფაქციამ, მათ შორის გლადსტონმაც, განხეთქილების შედეგად პარტია დატოვეს და პილისტებად იქცნენ. 1859 წელს, პილისტებმა, რადიკალებმა და ვიგების პოლიტიკურმა გაერთიანებებმა ერთობლივად დააარსეს ბრიტანეთის ლიბერალური პარტია, რომელიც 1915 წლამდე უმეტესი დრო ბრიტანეთის მმართველი პარტია იყო. გლადსტონმა სახელი გაითქვა, როგორც განსაკუთრებით ეფექტურმა ფინანსთა მინისტრმა, ლორდი აბერდინის 1852-1855 წლების კაბინეტში. თუმცა 1855 წელს, აბერდინის მთავრობა დამარცხდა, გლადსტონმა კი უარი განაცხადა ლორდი პალმერსტონის მთავრობაში მსახურობაზე და ოპოზიციაში გადაინაცვლა. ყველასათვის გასაკვირად და იმ ანტიპათიის მიუხედავად, რაც გლადსტონს პალმერსტონის მიმართ გააჩნდა, 1859 წელს გლადსტონი მაინც შეუერთდა პრემიერ პალმერსტონის მთავრობას, ფინანსთა მინისტრის პოსტზე.
უილიამ გლადსტონი ცნობილია მისი ანტიპათით კონსერვატიული პარტიის ლიდერის ბენჯამინ დიზრაელის მიმართ. მათი პაექრობა არა მარტო პოლიტიკური, არამედ პირადიც იყო და რამდენიმე დეკადა გასტანა. გლადსტონს არც დედოფალი ვიქტორიას ჰქონია კარგი ურთიერთობა. თავდაპირველად ისინი ერთმანეთს ეწყობოდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც პრინცი ალბერტის გარდაცვალებით დამწუხრებულ დედოფალს გლადსტონი აქტიურად მოუწოდებდა სახელმწიფო საქმეებში ხელახლა აქტიურად ჩართვისაკენ, დედოფალსა და მას კარგი ურთიერთობა აღარ ქონიათ. ასევე ცნობილია ის ფაქტიც, რომ დედოფალ ვიქტორიას გლადსტონის ოპონენტის, დიზრაელის მიმართ დიდი სიმპათია გააჩნდა.
ბრიტანეთის კონსერვატორი პრემიერ მინისტრები მარგარეტ ტეტჩერი და უინსტონ ჩერჩილი გლადსტონს იგონებდნენ, როგორც მათ პოლიტიკურ მუზას და ხაზს უსვამდნენ გლადსტონის სიძულვილს სოციალიზმის მიმართ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Michael Barker, Gladstone and Radicalism. The Reconstruction of Liberal Policy in Britain. 1885–1894 (The Harvester Press, 1975).
- David Bebbington and Roger Swift (eds.), Gladstone Centenary Essays (Liverpool University Press, 2000).
- E.F. Biagini, Liberty, Retrenchment and Reform. Popular Liberalism in the Age of Gladstone, 1860–1880 (Cambridge University Press, 1992).
- Eugenio Biagini and Alastair Reid (eds.), Currents of Radicalism. Popular Radicalism, Organised Labour and Party Politics in Britain, 1850–1914 (Cambridge University Press, 1991).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „უილიამ გლადსტონი“ ვიკისაწყობში.
- უილიამ გლადსტონი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- უილიამ გლადსტონი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- უილიამ გლადსტონი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)