მარინე უთმელიძე

(გადამისამართდა გვერდიდან უთმელიძე, მარინე)

მარიამ (მარინე) უთმელიძე (დ. 20 მაისი, 1921, თბილისი — გ. 2 ივნისი, 2007) — ქართველი მთამსვლელი და გეოგრაფი. სსრკ სპორტის ოსტატი (1956), სსრკ ტურიზმის წარჩინებული მოღვაწე (1966). საქართველოს სსრ დამსახურებული პედაგოგი (1981).

მარინე უთმელიძე

მარინე უთმელიძე
დაბადების თარიღი 20 მაისი, 1921
თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 2 ივნისი, 2007 (86 წლის)
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესია გეოგრაფია
საქმიანობა ალპინიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

მარინე უთმელიძემ 1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დაპყრობილი აქვს მყინვარწვერი, თეთნულდი, ასმაში, გისტოლა, სვეტღარი, ლეხზირი, შხელდა, ყურო, დომბაიულგენი, მარუხი და სხვა მწვერვალები. მყინვარწვერი 9-ჯერ აქვს დალაშქრული. ბევრ მწვერვალზე ასვლას თვითონ ხელმძღვანელობდა.

1952 წელს თ. ტატიშვილთან, ს. ცაიშვილსა და ჯ. მეძმარიაშვილთან ერთად განახორციელა უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსი; 1949-1988 წლებში მუშაობდა პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკის სასახლის ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტში (1957-1966 წლებში — გამგე). 1966-2000 წლებში ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერების რედაქციაში.

მარინე უთმელიძე მსოფლიოში პირველი ქალია, რომელმაც უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსი განახორციელა (1952).[1]

მარინე უთმელიძე იყო ალიოშა ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპური კლუბის საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1946-1963), ტურიზმის რესპუბლიკური საბჭოს სამარშრუტო-საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე (1952-1999), მთამსვლელობისა და ტურიზმის უფროსი ინსტრუქტორი, რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი ტურიზმსა და ალპინიზმში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

2000 წელს მარინე უთმელიძე დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 281. 375 გვ.

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ჯაფარიძე, ივანე. (23 ივნისი, 2018) ჩვენი საგანძური — „მწვერვალების ამორძალი“ — მარინე უთმელიძე 95. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2022