უზბაში (< თურქ. yüzbasi) — ასეულის მეთაური, ასისთავი. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, როსტომ დაუთ-ხანის ძემ „ყიზილბაშთა რიგზე“ ასისთავს უზბაში უწოდა. ვახტანგ VI-ის მიერ დაწესებული მეთოფეთა 120-კაციანი რაზმი 3 წოდებისა — თავადიშვილებისაგან, აზნაურებისაგან და აზნაურ-მსახურებისაგან შემდგარ 40-40-კაციან ქვერაზმად იყოფობა და თითოეულს უზბაში მეთაურობდა. სამივე უზბაში, ვახტანგ მეფის დასტურლამალის მიხედვით, ყულარაღასს, ხოლო XVIII საუკუნის II ნახევარში მინბაშს ემორჩილებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 107.
  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952