ტუტანხამონი

(გადამისამართდა გვერდიდან ტუტანჰამონი)

ტუტანხამონი (ამონის ცოცხალი ხატება) თავდაპირველად ტუტანხატონი (ატონის ცოცხალი ხატება) (ძვ. წ. 1355ძვ. წ. 1337) — ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი ძვ. წ. 1347 — ძვ. წ. 1337 წლებში. ეს პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში ახალი სამეფოს სახელწოდებითაა ცნობილი. მისი თავდაპირველი სახელი ტუტანხატონი ნიშნავს „ატონის ცოცხალ ხატებას“, ტუტანხამონი კი „ამონის ცოცხალ ხატებას“. იეროგლიფებში მისი სახელი იწერებოდა როგორც ამონ-ტუტ-ანხ. ეს დაკავშირებულია გადამწერთან, რომელიც, ტრადიციის მიხედვით, პირველად ღვთაებრივ სახელს წერდა, რათა ხაზი გაესვა ფარაონის დიდებისათვის.

ტუტანხამონი

ტუტანხამონის ნიღაბი
ეგვიპტის ფარაონი
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 1332
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 1323
წინამორბედი: სმენხკარა ან ნეფერნეფერუატენი
მემკვიდრე: ეიე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ. წ. 1341
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 1323
მეუღლე: ანხესენამონი
შვილები: 2 მკვდრადშობილი ქალიშვილი
დინასტია: XVIII დინასტია
მამა: ეხნატონი
დედა: ახალგაზრდა ლედი

ტუტანხამონის მამა იყო ცნობილი ფარაონი „მწვალებლად“ წოდებული ეხნატონი. მაგრამ მთავარი ტუტანხამონის დედის ვინაობასთან არის დაკავშირებული. ის არის არა ეხნატონის მთავარი ცოლი, ნეფერტიტი, არამედ ე.წ. „ახალგაზრდა ქალბატონი“, რომლის სახელი ჯერჯერობით არ არის დადგენილი, მაგრამ გენეტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ ის ტუტანხამონის მამის, ეხნატონის და იყო. ანუ ტუტანხამონი ინცესტის შედეგად დაიბადა, რაც უცხო არ ყოფილა ძველი ეგვიპტელებისთვის.სამარხ KV 35-ში ნაპოვნი უფროსი ასაკის ქალის ნეშტი კი საბოლოოდ შეიძლება მიეკუთვნოს ტუტანხამონის ბებიას, დედოფალ ტიიას.

ტუტანხამონი დაახლოებით 3 300 წლის წინათ ცხოვრობდა. ის ცხრა წლის იყო, როცა ტახტზე ავიდა და 18 წლისა გარდაიცვალა. არქეოლოგებისა და ისტორიკოსების უმრავლესობა ადრევე ვარაუდობდა, რომ მამამისი ცნობილი ეხნატონი იყო, რომელმაც ეგვიპტეში რელიგიური რეფორმების გატარება და მონოთეიზმის დამკვიდრება სცადა.

გენეტიკურმა და რადიოლოგიურმა გამოკვლევამ ასევე ცხადყო ტუტანხამონის სიკვდილის მიზეზები. ეგვიპტის სიძველეთა საბჭოს გენერალური მდივანის, ზაჰი ჰავასის თქმით, ტუტანხამონი როგორც ჩანს, მალარიის მძიმე ფორმით იყო ავად, მანამდე კი მისი სხეული ძვლების დაავადებით იყო დასუსტებული. ავადმყოფი და დაძაბუნებული ტუტანხამონი ჯოხით დადიოდა.

ტუტანხამონის აკლდამა ბრიტანელმა არქეოლოგმა, ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა 1922 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Andritsos, John. Social Studies of ancient Egypt: Tutankhamun. Australia 2006
  • Booth, Charlotte. The Boy Behind the Mask", Oneworld, ISBN 978-1-85168-544-8
  • Brier, Bob. The Murder of Tutankhamun: A True Story. Putnam Adult, 13 April 1998, ISBN 0-425-16689-9 (paperback)/ISBN 0-399-14383-1 (hardcover)/ISBN 0-613-28967-6 (School & Library Binding)
  • Carter, Howard and Arthur C. Mace, The Discovery of the Tomb of Tutankhamun. Courier Dover Publications, 1 June 1977, ISBN 0-486-23500-9 The semi-popular account of the discovery and opening of the tomb written by the archaeologist responsible

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: