ტიია (ძვ. წ. 1398- 1338 წწ.) — ეგვიპტის ფარაონის ამენჰოტეპ III-ის მთავარი მეუღლე, მან დიდი ზეგავლენა მოახდინა თავის შვილზე ამენჰოტეპ IV-ზე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ძველი ეგვიპტის რელიგიურ ცხოვრებაში. ითვლება რომ ტიია არ ეკუთვნის სამეფო ოჯახს, მაგრამ ხანდახან მის დედას მოიხსენიებენ, როგორც დედოფალ იაჰმე-ნეფერტარის შთამომავალს. ტიიას მამის იუიას წარმოშობა არ არის ცნობილი, რაც ცალკეულ ეგვიპტოლოგებს აძლევს საფუძველს იმსჯელონ მის სემიტურ წარმოშობაზე. ზოგიერთ ცნობარებში მიუთთებენ, რომ იუია იყო წარმოშობით ეგვიპტის ქალაქიდან ახნინიდან, ანუ ზემო ეგვიპტიდან. ამენხოტეპ III ცოლად შეირთო ტიია, მემკვიდრე ორი წლის შემდეგ ეყოლათ. ამენხოტეპ III-ს და ტიიას ჰყავდათ ექვსი შვილი ერთ-ერთი მათგანი იყო ეხნატონი (ამენჰოტეპ IV) , რომელიც ძვ. წ. 1364 წელს გახდა ფარაონი და დაამკვიდრა ატონის კულტი.

ტიიას ბიუსტი ბერლინის ეგვიპტის მუზეუმიდან.

ზოგიერთი შემონახული ცნობარიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა რომ ტიიას დიდი ზეგავლენა ჰქონდა თავისი მეუღლის სამეფო ტახტზე, ის აქტიურად მონაწილეობდა არა მხოლოდ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრეაბში არამედ აქტიურად მონაწილეობდა დღეობებზე და ცერემონიალებზე, ყოველთვის თან დაჰყვებოდა თავის მეუღლეს მთელი ქვეყნის მასშტაბით და იგი ესწრებოდა სახელმწიფო ღონისძიებებს და დიდებულები აქებდნენ მას. შემორჩენილია წერილი რომელსაც მითანის მეფე თუშრათა ამენხოტეპ IV-ს წერდა. წერილი ადასტურებს, რომ ტიია დიდ როლს ასრულებდა ამენჰოტეპ III-ის პოლიტიკაში.


ვიკიციტატა
„ყველა სიტყვა, რომელსაც მე ვუზიარებდი შენს მამას ყველაფერი შენმა დედამ ტიიამაც იცოდა. არავინ მის გარდა ეს არ იცოდა მხოლოდ მისგან შეეძლოთ რაიმეს გაგება... ჩემი მმართველობის დროს ყოველთვის როცა ამენხოტეპ III შენი მამა მწერდა, მწერდა მხოლოდ მშვიდობაზე, და არაფერ სხვაზე. ტიიამ იცოდა ყველა სიტყვა მამაშენისა, რომელიც მუდმივად მწერდა მე, სწორედ მას უნდა დაეკითხოთ ამის შესახებ რაც მაშინ იყო განხილული...“

დედოფლის ძალა განსაკუთრებით ნათლად გამოვნილდა როდესაც მან დაიწყო საკუთარი აკლდამის მშენებლობა, დღევანდელი სუდანის ტერიტორიაზე. ის ხელმძღვანელობდა აკლდამის მშენებლობის პროცესს, მან ააღორძინა სამეფო მმართველობა ტრადიციული მეთოდებით - ააშენა ახალი ტაძარი.

სამარხი და მუმია

რედაქტირება
 
ტიიას მუმია, ინახება კაიროში, ეგვიპტის მუზეუმში

სავარაუდოდ, თავდაპირველად ტიია დაკრძალეს ეხნატონის სამარხში, რომელიც მდებარეობს ახეტატონში. დამარხულია შვილთან ეხნატოთან და შვილიშვილთან მაკეტეტონთან ერთად.

ატონის კულტის დამხობის შემდეგ მეფის მუმიები გამოიტანეს ახეტატონიდან და გადაასვენეს მეფეთა ველზე საფლავი KV55. იქ აღმოაჩინეს ნაწერები რომელიც ეკუთვნოდა ტიიას მოოქროვილი გამოსახულებით. მუმიის ფრანგმენტები თავდაპირველად ეგონათ ქალის ხოლო შემდეგ იქნა გამოკვლეული და აღმოჩნდა მამაკაცის. ტიიას მუმიის იდენტიფიცირება დნმ-ის მეთოდით 2010 წლის თებერვალში მოახდინეს. ტიიას მუმია ჯერ არ გამოკვლეული რძლის გვერდითაა ჩასვენებული, რომელიც ეხნატონის ცოლია. სამარხი საკმაოდ დაზიანებულია მძარცველების მიერ და სწორედ ამ სამარხშია დამარხული ტიიას ქმარი ამენჰოტეპ III.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტიია&oldid=4598052“-დან